ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია "ჰიუმან რაიტს უოჩი" მოუწოდებს აშშ-ის პრეზიდენტს, ბარაკ ობამას, მოითხოვოს გამოძიების დაიწყება ბრალდებების გამო, რომ მისი წინამორბედის, ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციამ გასცა ნებართვა, პატიმრების მიმართ წამების მეთოდები გამოეყენებინათ. მოწოდება გამოთქმულია ორგანიზაციის 107-გვერდიან ანგარიშში. მასში ნათქვამია, რომ ობამას ადმინისტრაციამ ვერ შეასრულა აშშ-ის ვალდებულება, რომელსაც ითვალისწინებს კონვენცია წამების წინააღმდეგ.
ყველაზე პოპულარული
1