Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტის პრესსპიკერი: დაკავებებს არაფერი აქვს საერთო მედიის თავისუფლებასთან


ფოტოკორესპონდენტების დაკავების ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა საქართველოს პრეზიდენტის პრესმდივანმა მანანა მანჯგალაძემ 12 ივლისს გამართულ ბრიფინგზე. ”ეს უზარმაზარი დარტყმა და ძალზედ სამწუხარო ფაქტი იყო პირადად პრეზიდენტისათვის, მაგრამ ეს ახლა არის კონკრეტული სისხლის სამართლის საქმე”, - აღნიშნა მანჯგალაძემ და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ”დაკავებებს არაფერი აქვს საერთო მედიის თავისუფლების თემასთან და ჟურნალისტური საქმიანობის შეზღუდვასთან.” პრეზიდენტის პრესსპიკერი აღნიშნავს, რომ ”დაკავებულთაგან ორი საჯარო მოხელეა და მათ დაკავებას კავშირი არ აქვს მათ პროფესიულ საქმიანობასთან.”ოფიციალურ კომენტარებში საჯარო მოხელეებად მოიხსენიებიან ირაკლი გედენიძე - როგორც პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფი და გიორგი აბდალაძე - როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს ფოტოგრაფი. თუმცა როგორც დაკავებული გიორგი აბდალაძე აღნიშნავს 11 ივლისს საპატიმროდან გავრცელებულ მიმართვაში, ის არის ამერიკული საინფორმაციო სააგენტოს, "ასოშიეითიდ პრესის" სტრინგერი და ქართული "ალია ჰოლდინგის" ფოტორეპორტიორი ”და არა საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩინოვნიკი”, როგორც მას ოფიციალური უწყებები მოიხსენიებენ.
XS
SM
MD
LG