აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოიძახა სირიის ელჩი ამ ქვეყანაში, იმად მუსტაფა. ელჩი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს დიპლომატიური უსაფრთხოების საკითხებში , ერიკ ბოსუილს შეხვდა. ელჩის მიწვევის მიზეზი ინფორმაცია იყო, რომ სირიის დიპლომატები ვიდეო ფირზე იღებდნენ აშშ-ში, სირიის რეჟიმის მიმართ საპროტესტო, მშვიდობიან აქციას. ელჩს გააცნეს აშშ-ის შეშფოთების არაერთი მიზეზი. სირიამ თავის მხრივ, მანამდე, დაადანაშაულა აშშ მის საქმეებში ჩარევის გამო მას მერე, რაც აშშ-ის ელჩი სირიაში ეწვია ქალაქ ჰამას და იქ სირიის საპროტესტო მოძრაობის წარმომადგენლებს შეხვდა. სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ სირიის ხელისუფლებმა ელჩ რობერტ ფორდის, ვიზიტის შესახებ წინაწარ იცოდნენ. აქტივისტების ცნობით, ასეულ ათასობით ადამიანი გავიდა ჰამას ბუჩებში სირიაში, პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის მიმართ პროტესტის გამოსახატად.
ყველაზე პოპულარული
1