გასულ წელს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით “ქართულმა ბიოგრაფიულმა ცენტრმა” ნუგზარ შატაიძის რჩეული მოთხრობების კრებული, “შეხვედრა”, გამოსცა.
ნუგზარ შატაიძე ორ წელიწადზე მეტია, რაც აღარ არის და მთელი ამ დროის მანძილზე სულ ვცდილობდი, რაღაც დამეწერა მის შესახებ. ყოველთვის მახსოვდა და, მეგობრებთან საუბარში იქნებოდა ეს თუ სოციალურ ქსელებში, არაერთხელ ჩამომიგდია სიტყვა ნუგზარზე, მაგრამ წერა კი ყოველთვის მიჭირდა. ნუგზარი ცოცხალი როცა იყო, მაშინაც ასე იყო.
მახსოვს, მის მეგობრებსაც ძალიან გაუძნელდათ ნუგზარზე რაიმეს დაწერა. ჟურნალის ერთ ნომერში რამდენიმე წერილი მინდოდა დამებეჭდა და ერთი პატარა თემატური ნომერი შემეკრა, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერავინ დავიყოლიე. გასული წლის ბოლოს ნუგზარის მოთხრობების მოზრდილი კრებული გამოვიდა, დიდი ფორმატის, მაგარი ყდითა და სუპერით, და, აი, ამ წიგნმა მომცა მიზეზი ნუგზარზეც გამეკეთებინა ერთი პატარა გადაცემა. დაყოლიებით კი, მართალია, საწერად ვერა, მაგრამ სალაპარაკოდ მაინც ნუგზარის ახლო მეგობარი, კოტე ჯანდიერი, დავიყოლიე.
ჩვენი საუბრისას, კოტემ, პირველ რიგში, ისა თქვა, რომ სიცოცხლეში ძალიან ბევრ რამეს ვერ ვამჩნევდით ნუგზარს, მხედველობიდან იკარგებოდა ბევრი მისი მხარე, რომელიც, სამწუხაროდ, მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ გამოჩნდა.
“მაშინ ჩვენ ვიცოდით ერთი რაღაც, რომ ქართულ სალიტერატურო ენას, რეზო ინანიშვილის გარდაცვალების შემდეგ, ფაქტობრივად, მარტო შეუდგა ნუგზარი და მარტო ქაჩავდა ამხელა უღელს. ვიცით, რომ როგორც ბიომრავალფეროვნება არის შესანარჩუნებელი, ასევე უნდა გადავარჩინოთ ქართული ენის ლექსიკური და იდიომატური მრავალფეროვნება. და ეს მრავალფეროვნება გაქრება, მოკვდება, თუ ის არ არის გამოყენებული. და მთელი ამ სიმდიდრის გამოყენება შეუძლიათ შატაიძეს, რეზო ინანიშვილს და კიდევ რამდენიმე სხვა მწერალს, რომლებიც ცხოვრობენ ენაში.”
ნუგზარ შატაიძე ცხოვრობდა ენაში და აგემოვნებდა ამ ენას, უნდოდა ჩახრაკავდა ამ ენის დახმარებით, უნდოდა ჩაქაფავდა, უნდოდა ისე, უმად დაგიყრიდა ლიტერატურულ ნადიმზე. შემთხვევითი არაა ეს გასტრონომიული შედარებები რომ წამომცდა, ნუგზარი ხომ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პირის გემოს მქონე კაცი იყო და მისნაირი გურმანული პროზა შესაძლოა არც არავის დაუწერია მანამდე ქართულად. უყვარდა უბრალო რაღაცები, უბრალო სიტყვებს ეძებდა უბრალო გრძნობების გადმოსაცემად, უბრალოდ გულახდილი იყო ხოლმე და ასევე უბრალოდ იცოდა გამხნევება. მეც არაერთხელ გავუმხნევებივარ ერთი-ორი გულიანი სიტყვით. ასე იტყოდა ხოლმე - “ბიჭო, რა მაგარი ხარ შენა!” და მეც მჯეროდა, რომ მაგარი ვარ. მჯეროდა ჩემი გულკეთილი უფროსი მეგობრის.
ნუგზარის ენა ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ღრმა ფენომენია ქართული სიტყვიერების ისტორიაში. იგი შესაძლოა გასული საუკუნის ყველაზე მთლიანი და დასრულებული სამწერლო ენის შემქმნელია, რომელმაც ზღვრამდე მიიყვანა თავისი წინამორბედების საქმე – ვაჟა ფშაველასი, გიორგი შატბერაშვილის, რეზო ინანიშვილის და სხვების. ერთხელ საუბარში გიორგი შატბერაშვილის სიტყვები გაიხსენა იმასთან დაკავშირებით, რომ დედის ენა და მამის ენა განსხვავდება ერთმანეთისგან. რომ დედის ენა არის უფრო სათონის ენა, ბოსტნის ენა, სახლის ენა. მამის ენა კი არის ტყის ენა, მინდვრის ენა, წისქვილის ენა, საქონლის ენა. ერთი სიტყვით, ორივე შრომის ენაა. ბოლოს ეს თქვა:
“რატომ არის, რომ დღეს ენა ასე დაკნინდა საქართველოში? იმიტომ, რომ აღარავინ შრომობს. სოფელშიც რომ ჩახვიდე, ნახავ, რომ მთელი დღე სხედან და თამაშობენ კარტს, ნარდს, დომინოს. ამას კიდე ენა არ სჭირდება.”
სამწუხაროა, რომ მისი პროზა ხშირად არასწორად ესმით ხოლმე და მას ძირითადად სოფლის მწერლად მიიჩნევენ. არადა, ყურადღებიანი მკითხველი დამეთანხმება, რომ ნუგზარი შესანიშნავი ურბანისტიცაა, თუმცა მთავარი ის არის, რომ მასზე საუბრისას ასეთი შეფასებები ხშირად აზრს კარგავს, ანუ მაშინ, როდესაც ყველაზე მნიშვნელოვანს ეხება მწერალი. და ამ დროს მხოლოდ რაღაც იდუმალი ძალა გმართავს, რაღაც ისეთი, ესპანელები რომ დუენდეს უწოდებენ, მე კი ქართულ ბლუზს დავარქმევდი - წამიერი გაელვება, რომელმაც, გულში თუ არ გაიარა, ისე ჩაამთავრებ მოთხრობის კითხვას, ვერაფერს მიხვდები. ასეა მის მოთხრობებში - “ელიქარი”, “გეგათ ოლა”, “ჩვეულებრივი ყვავი...” და რამდენიმე სხვა.
“კიდევ ერთი მხარე აქვს ნუგზარს. ძალიან აშკარად გამოჩნდა, რომ სოფლური იდილია არაა მისი თემა. ნებისმიერ ობიექტში და მოვლენაში, რასაც იგი აღწერს, მე მგონია, რომ არის მისი რაღაცნაირი ფილოსოფიური გააზრება ამ სამყაროსი, მე ვიტყოდი, ნატურფილოსოფიურიც კი. ამ ახალ კრებულში არის ერთი შესანიშნავი პატარა მოთხრობა და ეს მოთხრობა ნათელი მაგალითია იმისა, რასაც ახლა ვამბობდი. მოთხრობას “თხუნელა” ჰქვია. ასეთი სურათია: ბოსტანი, მშვენიერი დღეა, მზე ამოდის და ამ მზის ამოსვლასთან ერთად მიწიდან პატარა თხუნელა ამოყოფს ცხვირს და ეცნობა ამ სამყაროს და სწორედ მაშინ, როდესაც განცხრომაშია და ბედნიერია, რომ აღმოაჩინა იმ შავი ხვრელიდან გამომძვრალმა ათასფერადი სამყარო და ეს ამხელა სილამაზე თუ უსასრულობა, სწორედ მაშინ მოუქნევენ თოხს თუ ბარს. ბოლოს ამ თოხს ხედავს, და მერე ავტორი ამბობს, ტკივილმაო შორს გადააგდო აქედანო და ბედნიერმა გაიხსენაო ის ახლად აღმოჩენილი ჭეშმარიტება და მერე სამუდამოდ გაყუჩდაო. ასე მთავრდება.”
დაახლოებით 10-12 წლის წინ, სანამ ნუგზარი და მე დავმეგობრდებოდით, მასთან ინტერვიუ ჩავწერე და პირველი კითხვა სწორედ ამ მოთხრობიდან გამოვიყვანე. კოტეს აღარ დაუზუსტებია და იქ მთავარი ჭეშმარიტება ისაა, რომ თხუნელა პატარა ვარდისფერ თათებზე დაიხედავს და აღმოაჩენს, რომ მიწა თურმე შავი ყოფილა. აი ესაა იმ პატარა თხუნელას უმთავრესი სიბრძნე და მახსოვს, ნუგზართან საუბარიც მიწიერი სიბრძნით დავიწყე. კოტე ჯანდიერმაც ეს აღნიშნა ჩემთან საუბრისას:
“არასოდეს არ ფილოსოფოსობს. ანუ ფილოსოფოსობა და ფილოსოფიური განსჯა არასოდეს არ არის მისთვის რაღაც თვითმიზანი, ეს მას ბუნებრივად მოსდევს და მის გამომეტყველებაშიც, ვისაც ნუგზარი ახსოვს, ეს იყო. ეს არ იყო რაღაც სევდა და რომანტიზმი. ეს ბრძენი კაცის ნაღვლიანი მზერა იყო ყოველთვის და ეს ნაღვლიანი მზერა არის ამ სიტყვებში გაბნეული.”
სხვათა შორის, “თხუნელა”, ზემოთ ნახსენები ნოველა, არ მოსწონდა ნუგზარს, თუმცა მაინც დიდხანს ილაპარაკა მასზე: “ამბობენ, თხუნელას თვალები არა აქვსო. არ შეიძლება, რომ არ ჰქონდეს თვალები. მე მინახავს თხუნელა... ჭრილები კი აქვს, მაგრამ, უბრალოდ, არ სჭირდება ის თვალები, ატროფირებული აქვს. თავიდან ეტყობა, ღმერთმა მაინც მისცა ეს თვალები. როგორც, მაგალითად, ადამიანს: ჩვენ ხომ ყველას თვალები გვაქვს, მაგრამ ზოგს არ სჭირდება.”
ნუგზარ შატაიძის გასაგებადაც სხვა კი არაფერია საჭირო! მთავარია, თუ თვალი გაქვს, იმ თვალით ხედვა უნდა შეგეძლოს, ყურით კი სმენა, აი, იმ ქართული ბლუზის სმენა, ზემოთ რომ ვახსენე.

მაშინ ჩვენ ვიცოდით ერთი რაღაც, რომ ქართულ სალიტერატურო ენას, რეზო ინანიშვილის გარდაცვალების შემდეგ, ფაქტობრივად, მარტო შეუდგა ნუგზარი და მარტო ქაჩავდა ამხელა უღელს...

რატომ არის, რომ დღეს ენა ასე დაკნინდა საქართველოში? იმიტომ, რომ აღარავინ შრომობს...

ამბობენ, თხუნელას თვალები არა აქვსო... თავიდან ეტყობა, ღმერთმა მაინც მისცა ეს თვალები. როგორც, მაგალითად, ადამიანს: ჩვენ ხომ ყველას თვალები გვაქვს, მაგრამ ზოგს არ სჭირდება...