სირიიდან გავრცელებული ცნობებით, ასიათასობით ადამიანი გავიდა საპროტესტო აქციებზე სირიის რამდენიმე ქალაქში, რაც მიჩნეულია ბოლო თვეების ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროტესტად პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის წინააღმდეგ. სირიელი აქტივისტებისა და თვითმხილველების განცხადებით, სხვადასხვა შეტაკებაში, სულ ცოტა, ექვსი ადამიანი დაიღუპა. სირიაში მოქმედი უფლებადამცავი ორგანიზაციების მონაცემებით, 1400-ზე მეტი ადამიანია მოკლული მარტის შუა რიცხვებში საპროტესტო აქციების დაწყების შემდეგ.
ყველაზე პოპულარული
1