ავღანეთის პრეზიდენტის, ჰამიდ კარზაის თქმით, აშშ-ს კონტაქტი აქვს თალიბანის წარმომადგენლებთან, მსჯელობის საგანს კი ავღანეთის კონფლიქტის შესაძლო გადაჭრა წარმოადგენს. დიპლომატებს ადრეც უთქვამთ, რომ ორ მხარეს შორის წინასწარი მოლაპარაკებები თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა. კარზაი თავადაც აცხადებდა, რომ ავღანელებს მეამბოხეების ჯგუფებთან კონტაქტი ჰქონდათ. მაგრამ განცახდება, რომლითაც კარზაი ქაბულში დღეს გამრთულ პრეს-კონფერენციაზე გამოვიდა, წარმოადგენს პირველ ოფიციალურ დასტურს, რომ ამ მოლაპარაკებებში აშშ-იც მონაწილეობს. ქაბულში აშშ-ის საელჩო კომენტარზე ჯერჯერობით უარს აცხადებს.
ყველაზე პოპულარული
1