წუხანდელმა კოკისპირულმა წვიმამ პრობლემები შეუქმნა "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ღრმაღელის სათავე ნაგებობის მუშაობას. წვიმის შედეგად დაზიანდა სათავე ნაგებობის ძირითადი მკვებავი ელექტროგადამცემი ხაზები და დაიტბორა ღრმაღელის სატუმბო სადგური, რამაც ტუმბო-აგრეგატების მწყობრიდან გამოსვლა და დროებითი გაჩერება გამოიწვია. ამის გამო შეფერხდა წყალმომარაგება მტკვრის მარცხენა სანაპიროზე.
ყველაზე პოპულარული
1