Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანგელა მერკელი ნაადრევად მიიჩნევს სსფ-ის ხელმძღვანელის შეცვლას


გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი გამოეხმაურა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელის სკანდალურ დაკავებას. დომინიკ სტროს-კანი, რომელიც ნიუ-იორკში დააკავეს გაუპატიურებასთან დაკავშირებული ბრალდებით. ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ევროპას კარგი შანის მიეცა აირჩიოს ფონდის ახალი ხელმძღვანელი. „დარწმუნებული ვარ, რომ შექმნილ ვითარებაში, როდესაც ბევრი კამათია ევროს თაობაზე, კარგი საფუძველი არსებობს ევროპისათვის, რომ აირჩიოს კარგი კანდიდატი[თუკი საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი დომინიკ სტროს-კანი გადადგება]. მაგრამ ვიმეორებ და გთხოვთ, აღნიშნოთ ეს: დღეს, შეკითხვა ასე არ დგას. უმჯობესია დაველოდოთ შემდგომ განვითარებას.“ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი დომინიკ სტროს-კანი, რომელიც ნიუ-იორკში დააკავეს გაუპატიურებასთან დაკავშირებული ბრალდებით, დათანხმდა გაევლო სამედიცინო შემოწმება. სასამართლო სხდომა, რომელზეც სტროს-კანს ოფიციალურად უნდა წაუყენონ ბრალდება, გადაიდო. სტროს-კანი განიხილებოდა, როგორც საფრანგეთის 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტი. მისი ადვოკატების განცხადებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი ამტკიცებს, რომ უდანაშაულოა.
XS
SM
MD
LG