Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მესამე რეაქტორში წყალბადი აფეთქდა


ფუკუშიმას ატომური ელქტროსადგური
ფუკუშიმას ატომური ელქტროსადგური
პარასკევს იაპონიაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად, ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი, ფუკუშიმას ატომური ელქტროსადგურის სამი რეაქტორი გამოვიდა მწყობრიდან. ფუკუშიმას სიახლოვეს რადიაციის გაჟონვის საფრთხემ და მოსახლეობის ევაკუაციამ კიდევ უფრო გაართულა სამაშველო ოპერაციები იაპონიაში, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი კრიზისის წინაშე აღმოჩნდა.
აფეთქება, სავარაუდოდ, ისეთივე უნდა ყოფილიყო, როგორიც იყო პირველ რეაქტორზე მომხდარი აფეთქება...

იაპონიის ხელისუფლება ყველა ღონეს ხმარობდა თავიდან აეცილებინა აფეთქება ფუკუშიმას ატომური ელექტროსადგურის მესამე რეაქტორზე. გამაგრილებელი სისტემის მწყობრიდან გამოსვლის შემდეგ ბირთვის გასაგრილებლად სპეციალისტებმა ზღვის წყლის ამოტუმბვაც სცადეს, მაგრამ უშედეგოდ. იაპონიის მინისტრთა კაბინეტის მდივანმა იუკიო ედანომ განაცხადა, რომ ხელისუფლებამ ევაკუაციის ბრძანება გასცა:

„აფეთქება, სავარაუდოდ, ისეთივე უნდა ყოფილიყო, როგორიც იყო პირველ რეაქტორზე მომხდარი აფეთქება. ამიტომ ჩვენ გავეცით ევაკუაციის ბრძანება ელექტროსადგურიდან 20 კილომეტრის რადიუსში მცხოვრები მოსახლეობისა და ახლა კი ვაცნობეთ ადამიანებს, ვინც ევაკუაციის პროცესში იმყოფება, რომ სასწრაფოდ შევიდნენ შენობებში.“
გაისმა ძალიან დიდი აფეთქების ხმა ნომერ მესამე რეაქტორიდან დილის 11 საათზე და ჰაერში ავარდა თეთრი კვამლი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს იყო წყალბადის აფეთქება...

მანამდე ფუკუშიმას ატომურ ელექტროსადგურზე აფეთქდა ორი რეაქტორი, რაც, სპეციალისტების თქმით, პარასკევს მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრისა და ცუნამის ზემოქმედებას უკავშირდება. ამის მიზეზი გახდა წყლის მოხვედრა დიზელზე მომუშავე სათადარიგო გენერატორებში, რომლებსაც ატომურ ელქტროსადგურზე რეაქტორის ბირთვის გაგრილება უნდა უზრუნველეყო საგანგებო შემთხვევაში. მაგრამ მას შემდეგ, რაც მიწისძვრის შედეგად წყალმა გენერატორებში შეაღწია, ბირთვის გაგრილების ფუნქცია ბატარეებზე გადავიდა, რომელსაც ძალა გამოეცალა. მოგვიანებით რეაქტორთან გაისმა აფეთქების ხმა, რაც ტოკიოს ელექტროენერგიის კომპანიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა კაორო იოშიდამ დაახასიათა როგორც „წყალბადის აფეთქება“:

„გაისმა ძალიან დიდი აფეთქების ხმა ნომერ მესამე რეაქტორიდან დილის 11 საათზე და ჰაერში ავარდა თეთრი კვამლი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს იყო წყალბადის აფეთქება.“

ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს წარმომადგენლები არ თვლიან, რომ ფუკუშიმას ატომური ელექტროსადგურის მესამე რეაქტორის ახლოს მდებარე კონტეინერის დაზიანება ყველაზე უარესი სცენარია, რასაც შესაძლოა მოჰყვეს ისეთივე რადიაქტიური გაჟონვა, როგორც ეს 1986 წლის ჩერნობილის ატომური ელქტროსადგურის აფეთქებას მოჰყვა.
ფუკუშიმას ატომური ელექტროსადგური

ამავე დროს, იაპონიაში მილიონობით ადამიანი რჩება ღია ცის ქვეშ, წყლის, საჭმლისა და გათბობის გარეშე მაშინ, როდესაც სტიქიით დაზარალებულ ჩრდილოეთ სანაპიროებზე ტემპერატურა ნულს ქვემოთაა. იაპონური მედიის ცნობით, 2 000 გვამია ნაპოვნი მიაგის პრეფექტურის სანაპიროზე, რომელიც ცუნამის შედეგად ყველაზე უფრო დაზარალდა. შიშობენ, რომ პარასკევს მომხდარი მიწისძვრის შედეგად, რომელიც ქვეყნისათვის მეორე მსოფლიო ომის შემდგომი ყველაზე დიდი კრიზისია, 10 000 ადამიანი უნდა იყოს დაღუპული. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ზარალი, რომელიც იაპონიის ეკონომიკას მიადგა, რამდენიმე ათეულ მილიარდ დოლარს უახლოვდება.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG