2008 წლის აგვისტოს ომზე კიდევ ერთი წიგნი დაიწერა. ბასა ჯანიკაშვილის ახალი პიესა-რომანი ”ომობანა” ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ დაბეჭდა. მისი პერსონაჟები კომპიუტერული თამაშის გმირებს მოგაგონებთ და კითხვის პროცესში მუდმივად გაგყვებათ კითხვა: რა არის სინამდვილე და რა არის თამაში? პასუხიც თავად უნდა იპოვოთ.
რუსთავში მცხოვრები დარჩიების ოჯახი დაბა სიონში დასასვენებლად ჩადის. 2008 წლის აგვისტოა, რუსეთ-საქართველოს ომის დღეები. ცოლ-ქმარს - გურამ დარჩიასა და ვერა კეკელიძეს - წლებია ოჯახშიც ომი აქვთ. ჰყავთ შედარებით მშვიდობიან პერიოდში გაჩენილი ათი წლის გივიკოც, რომელიც სიონის თავზე გამოჩენილ მოიერიშე ხუთ თვითმფრინავს შურდულიდან გასროლილი კენჭებით ააფეთქებს. რომანის სიუჟეტი მათ აგარაკზე ვითარდება და ამ აგარაკისვე ღობეს არ სცდება. გადარჩენილი რუსი მფრინავებიც პარაშუტებით სწორედ მათ ეზოში ეშვებიან. ოჯახი მათ ჯერ ტყვეებად აიყვანს და დახვრეტას მიუსჯის, შემდეგ კი, ამ განაჩენის აღსრულებამდე, სუფრას გაუწყობს...
ეს ბასა ჯანიკაშვილის ახალი წიგნის, ”ომობანას”, მოკლე შინაარსია. სათაური თავიდანვე განგაწყობს ერთგვარი თამაშისთვის და გითრევს კიდეც ამ თამაშში. როცა წიგნს დახურავ, თავად უნდა გადაწყვიტო - რომანის პერსონაჟები კონფლიქტის ნამდვილი მონაწილეები არიან თუ კომპიუტერული თამაშის გმირები. თუმცა ომის ხმა ისმის ორივე - როგორც რეალურ, ისე რომანის ვირტუალურ - სამყაროში.
”მკითხველი თავად აირჩევს, ეს არის ვირტუალური თამაში, რომელსაც ბავშვი თამაშობს, თუ რეალური ამბავი, რომელიც ქალაქგარეთ მოხდა”, - ამბობს ავტორი.
ბასა ჯანიკაშვილის ამ წიგნში ქვეყნებს შორის ომი ოჯახში მიმდინარე ომის პარალელურად მიდის:
”მე მინდოდა ეს ამბავი ყოფილიყო ოჯახზე, სადაც დრამატული მოვლენები ვითარდება. ფაქტობრივად, ეს ოჯახი ომობს და ამ ურთიერთობის განმმუხტველი არის მათი შვილი, ათი წლის გივიკო, თავად ომის თემა კი აქ მეორეხარისხოვანია. მე მგონია, რომ ეს წიგნი უფრო ოჯახზეა, ვიდრე ომზე. უბრალოდ, რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომი ფონად გასდევს წიგნში განვითარებულ ამბებს. ძალიან არ მინდოდა, რომ ჩემი პოლიტიკური შეხედულებები გამომეხატა ამ წიგნში და დამსგავსებოდა პოლიტიკურ აგიტაციას”...
ამ რომანს ბასას მეგობარი, მწერალი და დრამატურგი ლაშა ბუღაძე, ახლებური ტიპის რომანს უწოდებს. ის პროზის და დრამატურგიის ერთგვარი სინთეზია. სხვათა შორის, ”ომობანა” თავდაპირველად სწორედ პიესის სახით დაიწერა. ამ პიესას მალე მოსკოვში, თეატრ ”დოკში”, რუსი რეჟისორი მიხეილ უგაროვი დადგამს.
”ამ წიგნში ამბავი აწყობილია თამაშის მსგავსად და ეს ჩანს რომანის ენაშიც, სტრუქტურაშიც და, რაც ყველაზე საინტერესო იყო ჩემთვის, ბასამ მოახერხა ორი რთული ჟანრის გაერთიანება, პროზის და დრამატურგიისა.”
ლაშა ბუღაძისთვის ბასას ომი აბსურდული ომია:
”მე ვიტყოდი, რომ ეს არის აბსურდული და იდიოტური ომი. ჩემი აზრით, ავტორს აქვს განცდა, რომ ყველა ომი შეიძლება იყოს გარკვეული სახის იდიოტიზმის ნაწილი. თუმცა ეს სისულელეები, რაც, შეიძლება, სასაცილოცაა, საბოლოო ჯამში, ამ რომანში ტრაგედიად იქცევა.”
მწერალ დათო ტურაშვილისათვის კი ომი ამ რომანში საბაბია მშვიდობაზე სალაპარაკოდ:
” შეიძლება ზოგიერთმა მკითხველმა არც დაიჯეროს, რომ ეს თამაშია, და ომობანა კი არ ეგონოს, მართლა ომი ეგონოს... თუმცა მე ვფიქრობ, რომ ეს წიგნი სხვა ომზეა. უფრო სწორად, არა იმდენად ომზე, რამდენადაც მშვიდობაზე.”
ბასას ”ომობანამდე” აგვისტოს ომი კიდევ რამდენიმე ქართველი მწერლის წიგნის მთავარი თემა გახდა. ზაზა ბურჭულაძის ”ადიბასი”, გურამ მეგრელიშვილის ”ირრატა.რუ”, თამთა მელაშვილის ”გათვლა”, ლაშა ბუღაძის ”ლიტერატურული ექსპრესი”, თამრი ფხაკაძის ”ბოსტანი კოფლიქტის ზონაში”.
როცა შენი ქვეყანა ომობს, მთვარესა და ვარსკვლავებზე წერა ალოგიკურადაც კი მეჩვენებაო, გვეუბნება ბასა ჯანიკაშვილი.
უფრო მეტი რომ გაიგოთ ბასას ომობანაზე, თამაშში თავად უნდა ჩაერთოთ.
რომანის ბოლოს, როდესაც ხუთივე რუსი მფრინავი დახვრეტილია, წიგნის მთავარი გმირი, ათი წლის გივიკო, კომპიუტერს რთავს.
მისია დასრულებულია.