დღეიდან ოფიციალურად ამოქმედდა საქართველოსა და ევროკავშირის ხელშეკრულებები ვიზების გაცემის პროცედურის გამარტივებისა და რეადმისიის შესახებ. სავიზო განაცხადის განხილვის მოსაკრებელი საქართველოს ყველა მოქალაქისათვის 60-დან 35 ევრომდე შემცირდა, 12 სხვადასხვა კატეგორიის პირები კი, მოსაკრებლისგან საერთოდ გათავისუფლდნენ. ვიზის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების ვადა განისაზღვრა 10 დღით, რომელიც ცალკეულ შემთხვევებში შესაძლოა, გახანგრძლივდეს 30 დღემდე, ან ორ დღემდე შემცირდეს. რეადმისიის ხელშეკრულებით, საქართველო და ევროკავშირის სახელმწიფოები ვალდებულნი არიან, მათ ტერიტორიებზე არალეგალურად მყოფი საკუთარი მოქალაქეები სამშობლოში დააბრუნონ.
ვიზების გაცემის პროცედურის გამარტივებისა და რეადმისიის შესახებ ხელშეკრულებები ამოქმედდა
ყველაზე პოპულარული
1