Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თვითმკვლელმა მოიერიშემ 18 კაცი მოკლა


ავღანეთის ხელისუფლათა განცხადებით 18 კაცამდე გაიზარდა მსხვერპლის რაოდენობა აღმოსავლეთ ავღანეთში მდებარე ბანკის ფილიალზე მომხდარი თავდასხმის შედეგად. შემთხვევა ნანგარჰარის პროვინციის ქალაქ ჯალალაბადში მოხდა. დაიჭრა 70-მდე ადამიანი. შეიარაღებული შეიჭრნენ ქაბულის ბანკის ფილიალში, რომელსაც სულ მალე უსაფრთხოების ძალებმა შემოარტყა ალყა. როგორც პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის ოფისი იუწყება, თავდამსხმაში თვითმკვლელი ტერორისტი მონაწილეობდა. ბანკის ფილიალზე მოხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა თალიბანი. ტერორისტული დაჯგუფების წარმომადგენელმა ზაბიულა მუჯაჰიდიმ განაცხადა, რომ თავდამსხმელთა მიზანი იყო ავღანელი სამხედროები, რომლებიც ბანკის ფილიალში ხელფასის ასაღებად იმყოფებოდნენ.
XS
SM
MD
LG