ეგვიპტისა და ტუნისის მოვლენების შემდეგ ანტისამთავრობო გამოსვლების ტალღა გადაედო იემენს, ლიბიასა და ბაჰრეინს, სადაც პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები მოხდა. ბაჰრეინში, სულ მცირე, ოთხი ადამიანი დაიღუპა და ათეულობით დაიჭრა. გავრცელებული ინფორმაციით, შეტაკებებს ოთხი ადამიანი ემსხვერპლა ლიბიაშიც, სადაც მუამარ კადაფის 40 წლიანი რეჟიმის წინააღმდეგ აქტივისტებმა „რისხვის დღე“ აღნიშნეს.
ლიბიის პრეზიდენტმა მუამარ კადაფიმ, რომლის სატელევიზიო მიმართვა 16 თებერვალს გადაიცა, „შეერთებული შტატების მარიონეტებსა და სიონიზმის თოჯინებს“ დამარცხება უწინასწარმეტყველა. ერთი დღით ადრე კი ლიბიის პოლიციამ და კადაფის მომხრეებმა სიდიდით მეორე ქალაქ ბენღაზში ასობით დემონსტრანტზე მიიტანეს იერიში, რასაც რამდენიმე ათეული ადამიანის დაზიანება, დემონსტრანტთა მასობრივი დაპატიმრება და საერთაშორისო საზოგადოების აღშფოთება მოჰყვა. დაძაბული მდგომარეობაა ბაჰრეინში. დედაქალაქ მანამაში დღეს დილით, მთავარი მოედნის დემონსტრანტებისგან გაწმენდის დროს, პოლიციამ ცრემლმდენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. აბედ ალ-ჯალილ ხალილმა, ბაჰრეინის ოპოზიციური შიიტური პარტიის წარმომადგენელმა, პოლიციის მიერ დემონსტრაციის დარბევას „ნამდვილი ტერორიზმი“ უწოდა „როიტერთან“ ინტერვიუში.
„არსებობს რამდენიმე გზა და ალტერნატივა მსგავსი კონფრონტაციისა და მკვლელობის თავიდან ასაცილებლად. ამ გადაწყვეტილების მიმღები ნებისმიერი პირის მიზანი იყო მკვლელობა.“
პოლიციის მიერ ძალის გამოყენებით მომიტინგეთა დაშლის შედეგად, წინასწარი ინფორმაციით, დაიღუპა ორი მომიტინგე, რამდენიმე ათეული კი დაშავდა. დემონსტრანტებს ბაჰრეინში რამდენიმე მოთხოვნა აქვთ, მათ შორის: პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, სამუშაო ადგილების შექმნა, სუნიტური უმცირესობის მიერ შიიტების დისკრიმინაციისთვის ბოლოს მოღება და ბაჰრეინის მთავრობის არჩევა ხალხის და არა მეფის მიერ.
შეერთებული შტატები შეშფოთებას გამოთქვამს ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო. როგორც თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯეი კარნიმ განაცხადა, ვაშინგტონი ყურადღებით აკვირდება ვითარებას ბაჰრეინში, რომელიც ვაშინგტონის სტრატეგიული მოკავშირეა და სადაც განთავსებულია აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მეხუთე ფლოტი:
„ ბაჰრეინმა, ისევე როგორც რეგიონის ნებისმიერმა ქვეყანამ, პატივი უნდა სცეს მოქალაქეთა უნივერსალურ უფლებებს, უფლებებს პროტესტის გამოხატვისა და უფლებას, რომ მათი უკმაყოფილება იქნეს მოსმენილი. და მათ - ორივე მხარემ - თავი უნდა შეიკავონ ძალადობისაგან. რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით ბაჰრეინსა და მთელ რეგიონში მიმდინარე მოვლენებს.“
ბაჰრეინში მიმდინარე ანტისამთავრობო გამოსვლები მხოლოდ ნაწილია იმ მღელვარებისა, რომელიც თავს დაატყდა ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკას და რასაც უკვე მოჰყვა ავტოკრატი მმართველების გაძევება. ბოლო კვირაში ხელისუფლების შეცვლისა და რეფორმების მოთხოვნებით საპროტესტო დემონსტრაციები გაიმართა ალჟირში, ბაჰრეინში, ირანში, იორდანიასა და ლიბიაში, ხოლო იემენის ქალაქ სანაში 17 თებერვალს მთავრობის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის შეტაკებები მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილი ასეულობით შეუიარაღებელი პირი თავს დაესხა დემონსტრანტებს, რომლებიც მეშვიდედ აპირებდნენ მსვლელობის მოწყობას პრეზიდენტ ალი აბდულა სალეჰის გადადგომის მოთხოვნით. დაშავდა, სულ მცირე, ხუთი კაცი. 15 თებერვალს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გააფრთხილა ავტოკრატი მმართველები, „გააცნობიერონ, რომ მსოფლიო იცვლება. მიუხედავად იმისა, „მეგობრები არიან თუ მტრები“, ისინი ძალის გამოყენებით და დაშინებით ვერ შეინარჩუნებენ ძალაუფლებას“, - განაცხადა ბარაკ ობამამ ვაშინგტონში გამართულ პრესკონფერენციაზე.