უნგრეთი გამოთქვამს მზადყოფნას, ცვლილებები შეიტანოს მედიის შესახებ ახალ კანონში, თუ ევროკავშირის სხვა წევრებიც განახორციელებენ ასეთ ცვლილებებს. ბუდაპეშტს უკრიტიკებენ ახალ კანონს, რომელშიც მედიაორგანიზაციები და ევროპის მრავალი ქვეყანა ხედავენ მედიის შეზღუდვის საფრთხეს. მაგრამ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა დღეს განაცხადა, რომ, რახან ევროკავშირის სხვა წევრებსაც აქვთ მედიის მარეგულირებელი მსგავსი წესები, ბუდაპეშტის მიმართ დისკრიმინაციული იქნებოდა ცვლილებების მოთხოვნა მარტო მისგან. ახალი კანონი საგრძნობლად აძლიერებს სახელმწიფოს უფლებამოსილებას, მონიტორინგი გაუწიოს და დააჯარიმოს კერძო მედიასაშუალებები ბუნდოვანი მიზეზების გამო. ზოგი ექსპერტის შეფასებით, უნგრეთში ამოქმედებული ახალი კანონი სხვა ქვეყნებში მოქმედ წესებზე უფრო მკაცრია.
ყველაზე პოპულარული
1