ორი დღეა ახალგორის რაიონში ინტენსიური სროლის ხმა ისმის. რუსული და ოსური სამხედრო დანაყოფები ერთობლივ წვრთნებს ატარებენ. სწავლებების დროს იყენებენ ტანკებს, ჯავშანტრანსპორტიორებსა და საარტილერიო დანადგარებს. დღისითაც ისვრიან და ღამითაც.
წუხელ ახალგორში სროლა ღამის 2 საათამდე არ შეწყვეტილა. დაბის მცხოვრებლებს ჯერ ეგონათ, რომ რუსები და ოსები შემოვლითი გზის მშენებლობისთვის ქანებს აფეთქებდნენ, მაგრამ როგორც ახალგორელმა თამარ მეარაყიშვილმა გვითხრა, ორი დღეა განსხვავებული სროლის ხმა ისმის.
„საახალწლოდ თუ გვესმის ხოლმე ასეთი ხმები. ზოგი ამბობს, რომ კლდეს აფეთქებენ, ზოგი ამბობს, რომ სწავლებებია, მაგრამ ეს აფეთქების ხმა არ არის. უფრო ავტომატის სროლას ჰგავს, მაგრამ უფრო ძლიერი ხმაა. ღამე ცა ნათდებოდა, თვალში მომხვდა, რომ ეს ყანჩავეთიდან მოდიოდა, სადაც რუსებს ბაზა აქვთ“, – ამბობს თამარ მეარაყიშვილი.
თვე ისე არ გავა, რომ რუსული მე-4 ბაზისა და ადგილობრივი შეიარაღებული ნაწილების წარმომადგენლებმა სამხედრო სწავლებები არ გამართონ. ახალგორის გარდა ანალოგიური სწავლებები ცხინვალის და ჯავის რაიონებშიც მიმდინარეობს. ჯარს ძირითადად მთის რელიეფზე ავარჯიშებენ. აფეთქებებისა და სროლის ხმა გორის რაიონის სოფლებშიც კარგად ისმის.
ცხინვალის ახლომდებარე ქართულ სოფლებში წვრთნების შესახებ ინფორმაცია არა აქვთ. ნიქოზის, ერგნეთის, დიცის, ქორდის და მერეთის მოსახლეობა ინტენსიური სროლის გამო შეშფოთებულია. აფეთქებებისგან გამოწვეული ტალღები კი ომის დროს დაზიანებულ სახლებს დანგრევის საფრთხეს უქმნის.
ოსურ-რუსული წვრთნები დე ფაქტო რესპუბლიკის სხვადასხვა სასროლეთზე მიმდინარეობს. განსაკუთრებით დიდი რაოდენობის მძიმე ტექნიკა თავმოყრილია ოკუპირებული ახალგორისა და ერედვის ტერიტორიაზე. აქ ჯარისკაცებს მთის რელიეფზე ტანკებიდან და საარტილერიო დანადგარებიდან სამიზნეების დაზიანებაში ავარჯიშებენ. ხშირი სროლების გამო შეშფოთება ცხინვალშიც შეინიშნება, მაგრამ ადგილობრივი ტელევიზიით რუსი ოფიცრები მოსახლეობას ამშვიდებენ და აცხადებენ, რომ უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად დაცულია.
რუსები სროლას მაშინაც კი არ წყვეტენ, როცა ცხინვალში საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ჩადიან. მაგალითად, ერთი კვირის წინ ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეების შეხვედრამ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან სროლის ხმის ფონზე ჩაიარა. სროლის ხმა ისმოდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირებისთვის შექმნილი სამუშაო ჯგუფების შეხვედრის დროსაც, რომელსაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სამხედრო ექსპერტი ირაკლი ალადაშვილი გასაკვირს ვერაფერს ხედავს იმაში, რომ რუსული რეგულარული არმია მუდმივი წვრთნის რეჟიმშია, მაგრამ ქართულ საზოგადოებას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
„ნებისმიერი ქვეყნის რეგულარული არმიის დანაყოფები გადიან მუდმივ მზადებას და გამონაკლისი არც რუსეთის საოკუპაციო ძალებია. ამაში გასაკვირი არაფერია, რადგან სამხედრო დანაყოფების მოვალეობაა, მუდმივ მზადყოფნაში იყვნენ. ასე უნდა იყოს ქართულ არმიაშიც, იმედია, ქართულ ჯარშიც მეტნაკლებად გადიან ასეთ მომზადებას. რაც შეეხება იმას უნდა იყოს თუ არა საზოგადოება უფრო ფრთხილად? სამხედრო დანაყოფები იმისთვის არსებობს, რომ მათ საბრძოლო დავალების მიხედვით წინსვლა ოპერატიულად მოახდინონ. ასეთ შემთხვევაში არც ის არის საჭირო, რომ ყველა დაიძაბოს და ყოველდღიურად თავდასხმას ელოდოს იმის გამო, რომ რუსი ოკუპანტები და ადგილობრივი სეპარატისტები პოლიგონზე ისვრიან. თუმცა არც ის იქნება სწორი საერთოდ დავივიწყოთ ის საფრთხე, რაც ჩვენს ტერიტორიაზე ამა თუ იმ მოწინააღმდეგესთან არის დაკავშირებული “, – აცხადებს ირაკლი ალადაშვილი
წლების განმავლობაში აფეთქებისა და სროლის ხმისგან დაღლილი კონფლიქტის ზონის მოსახლეობისთვის შემაწუხებელი გახდა ცხინვალისა და ახალგორის მხრიდან განახლებული სროლები. ქართული სოფლების მცხოვრებლების თქმით, ასეთი ინტენსივობის სროლა დიდი ხანია აღარ ყოფილა.
ქართველმა სამართალდამცავებმა ცხინვალის გარშემო მიმდინარე სწავლებების შესახებ იციან და მოსახლეობის დაწყნარებას ცდილობენ. ცხინვალი კი მეორე წელია უკვე, რაც სამხედრო ქალაქად იქცა და როგორც რუსი ოფიცრები აცხადებენ, სწავლებები აქ მუდმივად გაგრძელდება.