ყირგიზეთში სამი პარტია შეთანხმდა ახალი მმართველი კოალიციის შექმნაზე. კოალიციის შექმნის წინა მცდელობა, რომელზე პასუხისმგებლობაც სოციალ-დემოკრატიულ პარტიას დაეკისრა, წარუმატებელი გამოდგა, რის შემდეგაც პრეზიდენტმა როზა ოტუნბაევამ მთავრობის შექმნა პარტია რესპუბლიკას დაავალა. ამ პარტიამ დღეს გამოაცხადა, რომ სოციალ-დემოკრატები და პარტია "ატა იურტი" დაითანხმა კოალიციაში შესვლაზე. ყირგიზეთში ოქტომბრის არჩევნების შედეგად, საპარლამენტო მანდატები ერგო ხუთ პარტიას. ახალ კოალიციაში შემავალ სამეულს - პარტია რესპუბლიკას, სოციალ-დემოკრატებსა და "ატა იურტს" - 77 მანდატი ეკუთვნით სულ 120-ადგილიან პარლამენტში.
ყველაზე პოპულარული
1