ახალგორის სასამართლომ გაამართლა ათზე მეტი ქართული ოჯახისთვის სახლების წართმევა. გუშინ დაბაში ცხინვალიდან მოსამართლე ჩავიდა და იმ ოჯახებს, რომლებმაც წლების წინ ვლადიკავკაზში მიმავალი ოსებისგან სახლები შეიძინეს, ბინების დასაცლელად 10-დღიანი ვადა მისცა.
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის მიერ გამოცემული ბრძანების შემდეგ, რომელიც ახალგორის რაიონის მოსახლეობისთვის მიწის ნაკვეთებისა და საცხოვრებელი ფართების ჩამორთმევას ეხება, დაბაში ვითარება დაიძაბა. ახალგორში გამოჩნდნენ ადამიანები რომლებიც იქ მცხოვრებ ქართველებს ბინების წართმევას უპირებენ. როგორც ახალგორელები ამბობენ, წლების წინ, როცა იქ მცხოვრებმა ოსებმა ვლადიკავკაზში წასვლა გადაწყვიტეს, სახლები ქართველებს მიჰყიდეს, ახლა კი ამ სახლების უკან დაბრუნებას ცდილობენ.
90-იანი წლების კონფლიქტის დროს ზოგიერთმა ქართველმა ოსს ბინა მართლაც წაართვა, მაგრამ აგვისტოს ომის დროს ეს ხალხი დაბიდან წავიდა და სახლები ახლა უპატრონოდაა დარჩენილი. ვლადიკავკაზში წამსვლელების ერთმა ნაწილმა კი სახლები ქართველებს მიჰყიდა, მაგრამ ახლა უკან დაბრუნების პრეტენზია გაუჩნდათ. ჟენია გამხიტაშვილმა წლების წინ სახლი მიხეილ ძუკაევისგან შეიძინა, შესაბამისი იურიდიული დოკუმენტაციაც გაფორმდა, მაგრამ ახლა მიხეილ ძუკაევის ვაჟი, ვასილ ძუკაევი სახლის დაბრუნებას ცდილობს, იგი ბინაში ერთხელ უკვე შეიჭრა და მუდმივად აწუხებდა სახლის ამჟამინდელ მფლობელს. გუშინ სასამართლოზე ჟენია გამხიტაშვილიც იმყოფებოდა და სასამართლოს გადაწყვეტილებით გაკვირვებული დარჩა. როგორც მისმა ქალიშვილმა, ლია ბერიანიძემ, რადიო თავისუფლებას განუცხადა, სასამართლომ პატიოსანი მყიდველის მიმართ უსამართლო გადაწყვეტილება გამოიტანა.
„დედას უთხრეს, რომ 10 დღეში უნდა დაცალოს სახლი. ცხინვალიდან იყო მოსამართლე ჩამოსული. ეს ძალიან დიდი უსამართლობაა“, – ამბობს ლია ბერიანიძე
ახალგორელმა მაია მჭედლიძემაც სახლი რამდენიმე წლის წინ შეიძინა, ყოფილ მფლობელთან ნასყიდობის შეთანხმება იურიდიულად გააფორმა, მაგრამ აგვისტოს ომის შემდეგ მის საკუთრებაში ახალგორის ოსური ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ალან ჯუსოევი შეიჭრა.
„ჩემთან შეუთანხმებლად საკეტები გამომიცვალეს ბინაზე; საპასუხოდ მეც ვცვლიდი საკეტს. მერე, როცა საქმის გასარკვევად ჩავედი, შელაპარაკება მომივიდა გამგებელთან. მან მითხრა, ჩვენ უნდა შევიდეთ სახლში და შენ აქ არანაირი უფლება არა გაქვსო. საბუთებით, იურიდიულად ბინა ჩემია, მაგრამ ახლა ჯუსოევი ცხოვრობს ჩემს სახლში“, – აცხადებს მაია მჭედლიძე.
რადიო თავისუფლება ალან ჯუსოევთან დაკავშირებას შეეცადა, მაგრამ მისი ტელეფონი გამორთულია, როგორც დავადგინეთ, იგი დაბაში არ იმყოფება. ჟენევის მორიგი დისკუსიის წინ დეეფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ახალგორში ქართული მოსახლეობის დაბრუნების მომხრეები არიან. ამ განცხადების შემდეგ პოლიტოლოგ პაატა ზაქარეიშვილს პატიოსანი მყიდველების მიმართ ადგილობრივი სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოდ და უსამართლოდ მიაჩნია.
„მე მიმაჩნია, რომ ეს არის ძალიან დიდი უსამართლობა და ოსური ადმინისტრაციის უცნაური საქციელი, რადგან ისინი ყველგან აცხადებენ, რომ ხელს შეუწყობენ ახალგორის რაიონში ქართველების დაბრუნებას, ამ ფონზე მართლაც უსამართლო გადაწყვეტილებებს იღებენ. მეც ვიცნობ იმ ოჯახებს, რომლებსაც ახლა პრობლემები შეექმნათ. თავის დროზე ყველა მათგანს ეს ბინები კანონიერად, ნასყიდობებითა და ყველა დოკუმენტებით, აქვთ გაფორმებული. ვიღაც ოსებმა ახლა ხელის მოთბობა და ხელმეორედ ფულის აღება მოინდომეს, ანდა ქართველების ხარჯზე რაღაცნაირად დაბრუნება და ოსური ადმინისტრაცია ამ უკანონობას ხელს უწყობს. ძალიან დიდ შეცდომას უშვებენ ოსები, როცა ასე ექცევიან ქართველებს ახალგორის რაიონში“, – აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი.
ექსპერტების აზრით, სახლებწართმეულ ქართველებს საბრძოლველად ორი გზა რჩებათ: მათ რეაგირებისთვის ან დე ფაქტო რესპუბლიკის ზემდგომ სასამართლოსა და ცხინვალში რუსეთის საელჩოს უნდა მიმართონ, ან მათი შევიწროების საკითხი თბილისში ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის წინაშე უნდა დააყენონ.
დაბაში ვითარება სულ უფრო იძაბება. როგორც ახალგორელები ამბობენ, ვლადიკავკაზიდან ჩამოსულ ადამიანებს სახლების სურვილი კი არა დამატებით ფულის შოვნა აქვთ გადაწყვეტილი, რადგან ქართველების მიერ ერთ დროს მართლა წართმეულ და ამჟამად მიტოვებულ სახლებში არავინ ბრუნდება... გაყიდული სახლების ყოფილი მეპატრონეები კი კოკოითის ბრძანებამ გაათამამა და ფულის შოვნა გადაწყვიტეს. ამ ბრძანების მიხედვით, ბათილად გამოცხადდა 1991-იდან 2008 წლამდე ქართული ადმინისტრაციის მიერ გაცემული ყველა დოკუმენტი საცხოვრებელი ფართისა და მიწის ნაკვეთის ფლობის შესახებ. რაიონის საცხოვრებელი ფონდი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სახელმწიფო საკუთრებად გამოცხადდა.