Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში 30-მდე ადამიანი დაშავდა მილიციასთან ფეხბურთის გულშემატკივრებისა და ნაციონალისტების შეტაკების შედეგად


მოსკოვში 30-მდე ადამიანი დაშავდა მილიციასთან ფეხბურთის გულშემატკივრებისა და ნაციონალისტების შეტაკების შედეგად. საინფორმაციო სააგენტოები მედიკოსებისაგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ დაშავებულების დიდი ნაწილი საავადმყოფოებშია მოთავსებული და რომ მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია მოსკოვის ყველა რაიონში. როგორც იუწყებიან, მოსკოვის ცენტრში, მანეჟის მოედანზე შაბათს, დღისით შეიკრიბა 5 000-მდე ადამიანი. ისმოდა ნაციონალისტური ლოზუნგები: აქციის მონაწილეები ჩრდილოეთკავკასიელებს ადანაშაულებდნენ მოსკოვის საფეხბურთო კლუბ „სპარტაკის“ გულშემატკივარ ეგორ სვირიდოვის მკვლელობაში. სვირიდოვი 6 დეკემბერს, მისთვის ჩხუბის დროს მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა. მოგვიანებით, როცა მილიციამ მოედნიდან განდევნა აქციის მონაწილეები, არეულობა მეტროში გაგრძელდა: ახალგაზრდები თავს ესხმოდნენ, მათი აზრით, არაევროპული გარეგნობის პირს. დღეს პეტერბურგშიც გაიმართა საპროტესტო აქცია, რომელიც მილიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა.
XS
SM
MD
LG