ირანის ინგლისურენოვანმა ტელევიზია „პრეს ტვ“-მ უარყო ცნობები იმის თაობაზე, რომ თითქოს გაათავისუფლეს ირანელი ქალი, საქინე მოჰამადი-აშტიანი, რომელსაც ჩაქოლვით სიკვდილი აქვს მისჯილი ქმრის ღალატისა და მისი მოკვლის ბრალდებით. ჩაქოლვის საწინააღმდეგო საერთაშორისო კომიტეტმა, რომელსაც გერმანიაში უდევს ბინა, ხუთშაბათს განაცხადა, რომ აშტიანი გაათავისუფლეს, მას მერე, რაც „პრეს ტვ“-მ აჩვენა აშტიანის სახლში მისი შეხვედრა მის ვაჟთან და ადვოკატთან, რომლებიც ასევე დაპატიმრებული არიან. მაგრამ „პრეს ტვ“-მ დღეს განაცხადა, რომ ვიდეოსიუჟეტი სასამართლო ხელისუფლების თანხმობით იქნა გადაღებული მკვლელობის ადგილზე ბოროტმოქმედების დეტალების ნათელსაყოფად.
ყველაზე პოპულარული
1