Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში ხუთი უცხოელი ჯარისკაცი მოკლეს


ავღანეთში ნატოს სარდლობით მოქმედი მრავალეროვანი ჯარების განცხადებით, დღეს ამ ქვეყანაში ხუთი უცხოელი ჯარისკაცი მოკლეს. ორი ჯარისკაცი დაიღუპა სამხრეთ ავღანეთში, თვითნაკეთი ბომბების აფეთქების შედეგად. სამი სამხედრო მოსამსახურე კი აღმოსავლეთ ავღანეთში დაიღუპა, მეამბოხეების თავდასხმის შედეგად. სხვა დეტალები არ მოუყვანიათ. საინფორმაციო სააგენტო ფრანს პრესის მონაცემებით, ავღანეთში წელს დახოცილი უცხოელი ჯარისკაცების რიცხვმა 641-ს მიაღწია.
XS
SM
MD
LG