დღეს გაირკვა შინაარსი იმ კანონპროექტისა, რომლის მომზადებაც საქართველოში მედიის მფლობელთა ვინაობის შესახებ ინფორმაციის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად პარლამენტის თავმჯდომარემ 26 ოქტომბერს დაავალა რამდენიმე კომიტეტს. იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ჩიორა თაქთაქიშვილის განმარტებით, ლიცენზიის მისაღებად განაცხადის წარდგენა აეკრძალება ოფშორულ ზონებში რეგისტრირებულ კომპანიას. ამასთან, ის იურიდიული პირები, რომლებიც ლიცენზიას მოიპოვებენ, თავად კი არ არიან ოფშორში რეგისტრირებულნი, ვალდებული იქნებიან, საზოგადოებას მფლობელების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდონ. რაც შეეხება ოფშორულ ზონებში რეგისტრირებულ კომპანიებს, რომლებიც საქართველოში მედიასაშუალებებს უკვე ფლობენ, მათ ახალ კანონმდებლობასთან შესაბამისობისთვის, სავარაუდოდ, 6-თვიანი ვადა დაუწესდებათ.
ყველაზე პოპულარული
1