„ახალი ევროპის“ დღევანდელ გამოშვებაში კიდევ ერთხელ ვუბრუნდებით ევროპის კავშირის სამეზობლო პოლიტიკას, უფრო ზუსტად კი 2009 წლის მაისში დაწყებულ აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამას. ამ პროგრამაში მონაწილეობს ექვსი ქვეყანა: საქართველო, უკრაინა, მოლდავეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი და ბელორუსია. პროგრამა, ძირითადად, ორი ფორმით ითვალისწინებს ევროკავშირთან ამ ქვეყნების დაახლოებას: სავაჭრო კავშირების გააქტიურებით და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციით. ბლოკში გაწევრიანების პერსპექტივა აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამაში პირდაპირ არ არის გათვალისწინებული, ანუ ახლანდელი, 27 წევრისგან შემდგარი, სტრუქტურის მიღმა ევროკავშირი ამ ეტაპზე გაფართოებას აღარ გეგმავს. აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამის პერსპექტივებზე სასაუბროდ მივმართეთ ევროპის ისტორიკოსს, ოქსფორდის უნივერსიტეტის დოქტორის ხარისხის მფლობელ დიმიტარ ბეჩევს, რომელიც ამჟამად საგარეო ურთიერთობათა ევროპული საბჭოს სოფიის ოფისის დირექტორია. გთავაზობთ მასთან ინტერვიუს:
დიმიტარ ბეჩევი: აქ რამდენიმე ფაქტორი უნდა გავითვალისწინოთ. აღმოსავლეთის პარტნიორობის პოლიტიკა ევროკავშირში უკვე მოქმედი პრაქტიკის გამეორება იყო. არსებითად, ამით ბლოკის აღმოსავლეთით გაფართოების გამოცდილება გაიმეორეს, ოღონდ ამ პროგრამაში ჩართულ ქვეყნებს მაშინდელი წამახალისებელი ზომები - პირველ რიგში, ევროკავშირში გაწევრიანების მკაფიო პერსპექტივა - აღარ შესთავაზეს. ამავე დროს, სამეზობლო პოლიტიკის ასეთი გააქტიურება ერთგვარი რეაქცია იყო მოვლენებზე, რომლებიც მიმდინარე ათწლეულის შუა პერიოდში უკრაინასა და საქართველოში ხდებოდა. ხოლო იმის გამო, რომ საქმე ბიუროკრატიულ რეჟიმთან გვაქვს, მათ ამ მოთხოვნას ისეთი სტრატეგიით უპასუხეს, რომელიც უკვე ნაცნობი იყო. ეს პროგრამები საკმაოდ ამბიციურ მიზნებს ისახავდა რეგიონის განვითარების კუთხით. ევროკავშირს სურდა ის წარმატება გაემეორებინა, რასაც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან მიმართებით მიაღწია. თუმცა ამჯერად ამ მიზნების მიღწევისთვის აღარ არსებობდა უწინდელივით ძლიერი წამახალისებელი, მასტიმულირებელი ფაქტორები. ზოგადი სიტუაციაც მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა იმ ვითარებისგან, როცა ევროკავშირმა ახალი წევრი ქვეყნები მიიღო. გარკვეული პარალელების მოძებნა, ალბათ, დასავლეთ ბალკანეთის შემთხვევაში შეიძლება, კოსოვოსა და ბოსნიის მაგალითებზე, ვინაიდან გეოპოლიტიკური თვალსაზრისით იქ შექმნილი იყო ერთპოლუსიანი სიტუაცია, სადაც ეს პოლუსი დასავლეთი იყო. პოსტსაბჭოთა სივრცეში კი პრობლემებს კიდევ უფრო გართულებული გეოსტრატეგიული ვითარებაც დაემატა.
რადიო თავისუფლება: რამდენად მართებულია აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამაში ამ ექვსი ქვეყნის ერთ ჯგუფად შეკვრა? მაგალითად, ერთი მხრივ, ავტორიტარული აზერბაიჯანისა და ბელორუსიის, მეორე მხრივ კი, ევროენთუზიასტი საქართველოს, მოლდავეთისა და უკრაინის? რამდენად ეფექტიანი იქნება ასეთი მიდგომა?
დიმიტარ ბეჩევი: ასეთ შემთხვევებში რაიმე ერთიანი წესი არ მოქმედებს. ნებისმიერი პოლიტიკა, რომელსაც შეიმუშავებ, გარკვეულ განზოგადებებს აუცილებლად მოიტანს. ცხადია, ეს ქვეყნები გაერთიანებული არიან, თუმცა მე მაინც ვფიქრობ, რომ აღმოსავლეთის პარტნიორობის პოლიტიკა უფრო ორმხრივი ინსტრუმენტია. ზოგადად, ევროპული ინტეგრაციის პროცესი ასე მუშაობს: რეგიონალური მიდგომის პარალელურად ის მაინც ორმხრივი ურთიერთობა ხდება ხოლმე - კონკრეტულ ქვეყანასა და ევროკავშირს შორის. აღმოსავლეთის პარტნიორობას რამდენიმე განზომილება აქვს, რაც, ჩემი აზრით, ძალიან ხელსაყრელია. და თუკი ერთი ქვეყანა წინ წაიწევს, არა მგონია, რომ მასთან ერთ ჯგუფში მოქცეულმა აზერბაიჯანმა ან ბელორუსიამ მისი პროგრესი შეაფერხოს.
რადიო თავისუფლება: ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის წარმოება “ევროპელობის” განსაზღვრებას, ამ ცნების დეფინიციის მოძებნის აუცილებლობასაც მოიცავს. ბევრის აზრით, აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამაში ჩართვა ამ სახელმწიფოების „ევროპულ ქვეყნებად“ აღიარება იყო. ვინ წყვეტს, რომელი ქვეყნებია ევროპული და რა კრიტერიუმები განსაზღვრავს ამას? რას ნიშნავს ევროპელობა ამ კონტექსტში?
დიმიტარ ბეჩევი: ეს რთული ისტორიული შეკითხვაა. მე-18, მე-19 საუკუნეებში “ევროპელობის” სტანდარტს სანიმუშოდ მიჩნეული საზოგადოებები განსაზღვრავდნენ - ძირითადად, საფრანგეთი, თუმცა ასევე გერმანია და ბრიტანეთი. დღევანდელ დღეს კი იმის განსაზღვრის პრეროგატივა, ვინ შეესებამება და ვინ არა “ევროპელობის” სტანდარტს, უკვე ევროკავშირს ეკუთვნის. თუმცა, ჩემი აზრით, იმის შესახებ დისკუსიის გამართვა და შეკითხვების დასმა, თუ რას ნიშნავს “ევროპელობა”, ყველა ინდივიდისა თუ საზოგადოების უფლებაა. დღეს ძალიან თვალშისაცემია ერთგვარი ამორჩევითი მახსოვრობის ფენომენი - ახლა ევროპელობა მხოლოდ ისეთი პროგრესული იდეების სინონიმი გახდა, როგორიცაა დემოკრატია და ევროპული ინტეგრაციის ნათელი პერსპექტივები. თუმცა ოდნავ ღრმად თუ ჩავიხედავთ არცთუ ძალიან შორეულ წარსულში, ვნახავთ, რომ ევროპელობა სხვა, ბევრად უფრო ნეგატიურ, ასპექტებსაც მოიცავდა - მათ შორის, გენოციდს, ეთნიკურ წმენდას, ტოტალიტარულ იდეოლოგიებს. 1990-იან წლებში - მაშინ, როცა დასავლეთის ცივილიზაციური უპირატესობის შესახებ ლიბერალური კონსენსუსი მწვერვალზე იყო - ისტორიკოსმა მარკ მაზოუერმა ძალიან კარგი წიგნი დაწერა, სახელწოდებით “ბნელი კონტინენტი”, რომლითაც შეგვახსენა, რომ ევროპის ისტორიას ბნელი მხარეც აქვს.
რადიო თავისუფლება: თქვენ თქვით, რომ ევროპის სამეზობლო პოლიტიკა დიდწილად მიმდინარე პროცესების მიმართ რეაგირებაზეა აგებული. როგორ ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომი ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ფორმირებისთვის?
დიმიტარ ბეჩევი: გარკვეული თვალსაზრისით, ევროპელებისთვის ეს წინასწარმეტყველების ახდენაც იყო, ვინაიდან ჯერ კიდევ ომამდე, ბუქარესტში გამართულ სამიტზე, ძირითადი ევროპული ქვეყნები ნატოს გაფართოების წინააღმდეგ გამოვიდნენ - განაცხადეს, უკრაინისა და საქართველოს მსგავს ქვეყნებთან ინსტიტუციურ კავშირებს თუ გავაღრმავებთ, ეს ევროკავშირის ძველ წევრებს რუსეთთან კონფლიქტის საფრთხეს შეუქმნისო. მათი შეხედულებით, რუსეთ-საქართველოს ომით ზუსტად ეს დამტკიცდა. ომმა გაამყარა ყველაზე ნეგატიური წინასწარი განწყობები, რომ დასავლეთს საქმე არასტაბილურ ადგილებთან ჰქონდა. როცა საქმე პროცესების აღქმას ეხება, ძალიან რთულია განასხვაო სინამდვილეში რა ხდება. არის ელემენტი, რომელსაც შეგვიძლია რეალობა ვუწოდოთ, თუმცა რეალობის აღქმის პროცესს დიდწილად განსაზღვრავს უკვე არსებული შიშები თუ წინასწარ შექმნილი ნეგატიური განწყობები - ამ შემთხვევაში, „აღმოსავლეთის“ მიმართ. დასავლეთ ევროპაში ეს შიშები დიდწილად გაფართოების პროცესმა გაამძაფრა. ამ ომმა კი ვითარება ბევრად გააუარესა. ეს ეჭვგარეშეა.
რადიო თავისუფლება: ანუ საქართველო - და რეგიონის სხვა ქვეყნები - კიდევ უფრო დაშორდნენ ევროკავშირში და, ზოგადად, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების პერსპექტივას?
დიმიტარ ბეჩევი: დიახ, ცხადია. თუმცა მე არ ვთვლი, რომ ეს პროცესი მხოლოდ ამ ომმა დაიწყო. ეს უფრო ხალგრძლივი პროცესის - გაფართოების წინააღმდეგ გაჩენილი განცდების - გამოვლინება იყო. ალბათ, გახსოვთ გაფართოების შემდეგ გაჩენილი კლიშე - „პოლონელი სანტექნიკოსი“, რომელსაც აღმოსავლეთ ევროპიდან დასავლეთში ჩასული იაფი მუშახელის ერთგვარ კრებით სახელად ხმარობდნენ ხოლმე. ჩემი აზრით, რუსული ტანკი, საქართველო და „პოლონელი სანტექნიკოსის“ ეს იერსახე ერთი და იმავე სტერეოტიპის კომპონენტებია - „ველური აღმოსავლეთის“ აღმნიშვნელი სტერეოტიპის, რომელიც დასავლეთ ევროპაში მოქმედებს. ეს შეიძლება არაპოლიტკორექტული ნათქვამი იყოს, მაგრამ ფაქტია, რომ ამჟამად, ეკონომიკის კრიზისთან ერთად, ევროკავშირში აშკარად ბრუნდება „ცენტრის“, ანუ ჩრდილოდასავლეთ ევროპისა და სხვადასხვა „პერიფერიის“ ცნებები.
რადიო თავისუფლება: ევროპის შიგნით სხვაობების აქცენტირებას, ერთგვარ შიდა ორიენტალიზმს გულისხმობთ?
დიმიტარ ბეჩევი: დიახ, ეს დიდწილად ასეა. სხვაობების აქცენტირება ყოველთვის ცუდი არ არის. ევროკავშირის ლოზუნგიც ხომ სწორედ მრავალფეროვნებაში მოძებნილი ერთიანობაა. პრობლემა ის გახლავთ, რომ ევროკავშირი თავის წიაღში არსებულ მრავალფეროვნებას ჯერ კიდევ დადებით ფაქტორად ვერ აღიქვამს. დღესდღეობით ეს მრავალფეროვნება კვლავაც მნიშვნელოვან სისუსტედ აღიქმება.