ახალგორში სექტემბრიდან ახალი ოსური პასპორტების გაცემა დაიწყება. ოკუპირებულ დაბაში ოსურ საგუშაგოსთან უკვე გამოკრულია დე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის ვალერი ვალიევის განცხადება იმის თაობაზე, რომ დაბაში მცხოვრებნი ვალდებულნი არიან ჩააბარონ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობები და მიიღონ სამხრეთოსური პასპორტები; წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი უცხო ქვეყნის მოქალაქეებად ჩაითვლებიან და მათ წინააღმდეგ კანონით დადგენილი ზომები გატარდება. კოკოითის ხელისუფლებამ არაერთხელ სცადა ახალგორის პასპორტიზაცია, მაგრამ პროცესი სხვადასხვა მიზეზების გამო ვერ ხორციელდებოდა. დაბის პასპორტიზაციაზე ლაპარაკი მიმდინარე წლის მაისში დაიწყო. მაშინ რადიო თავისუფლებასთან საუბარში დაბის ოსური ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალან ჯუსოევმა განაცხადა, რომ მათთვის აუცილებელია დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრებთა ზუსტი რაოდენობის დადგენა, და პირობა დადო, რომ ახალგორის ქართულ მოსახლეობას გადაადგილებისას პრობლემები არ შეექმნება.
ახალგორის მოსახლეობის ნაწილმა ოსური პასპორტი უკვე აიღო. როგორც ცნობილია, დაბაში მკვიდრი მოსახლეობის მხოლოდ 20 პროცენტია დარჩენილი. დიდი ნაწილი წეროვანის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს, მაგრამ პერიოდულად ახალგორში ჩასვლას მაინც ახერხებს. აგვისტოს ომამდე დაბაში 5000–ზე მეტი მცხოვრები იყო. უმრავლესობას ეთნიკური ქართველები შეადგენდნენ. ახალგორის მოსწავლე–ახალგაზრდობის სასახლის დირექტორის თამარ მეარაყიშვილის თქმით, დაბაში დარჩენილებს სხვა გამოსავალი არა აქვთ - მათ ან ოსური პასპორტები უნდა აიღონ, ან დაბა დატოვონ. მისი აზრით, ახალგორის დატოვება ვისაც უნდოდა, უკვე წავიდა, თუმცა მათ ნაწილს ოსური პასპორტის ჩუმად აღება მაინც სურს. მეარაყიშვილის თქმით, ახლა მთავარია თბილისისკენ გადაადგილებისას ქართულ მოსახლეობას პრობლემა საქართველოს ხელისუფლებამ არ შეუქმნას.
გუშინ ოსური მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახალგორში დაბრუნებას 80–მდე ოჯახი აპირებს. ეს ოჯახები 90-იანი წლების კონფლიქტის დროს ვლადიკავკაზში წავიდნენ. კოკოითის ხელისუფლება დევნილების დაბრუნებას ქართველების სახლებში გეგმავს. დე ფაქტო რესპუბლიკის საცხოვრებლების განაწილების კომისიის თავმჯდომარის ელეონორა ბედოევას თქმით, ეს ოჯახები მაშინ დაბრუნდებიან, როცა ახალგორში ქართველების მიერ წართმეულ ბინებს დაიბრუნებენ. ბედოევას ეს განცხადება კოკოითის ხელისუფლების მორიგ პიარაქციად მიაჩნია თამარ მეარაყიშვილს. მისი თქმით, ჩრდილოეთ ოსეთიდან ვისაც დაბრუნება უნდოდა, უკვე დაბრუნდა, დიდი ნაწილი კი დაბაში ცუდი საცხოვრებელი პირობების გამო დაბრუნებაზე უარს იტყვის.
ახალგორელები ახლა საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას ელოდებიან. ყველაზე მეტად მათ ის აინტერესებთ, შეექმნებათ თუ არა ოსური პასპორტებით საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილების პრობლემა, თუმცა თითოეულ მათგანს საქართველოს მოქალაქის ორი პირადობის მოწმობა უკვე აღებული აქვს: ერთს ოსურ ადმინისტრაციას ჩააბარებს და, შესაბამისად, ოსურ პასპორტს მიიღებს, მეორეს კი თბილისის მიმართულებით გადაადგილებისას გამოიყენებს.