მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ფასის ზრდის ტენდენციას ძლიერი იმპულსი შესძინა რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილებამ, დროებით შეაჩეროს ხორბლის ექსპორტი. ამასთან, რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა ერთიან საბაჟო კავშირში გაერთიანებულ ყაზახეთსა და ბელორუსიასაც მოუწოდა, მიბაძონ მის მაგალითს და შეაჩერონ ხორბლის საზღვარგარეთ გატანა. საინტერესოა რა გავლენას იქონიებს ხორბლის ექსპორტიორთა სამეულში შემავალი ქვეყნის ამგვარი გადაწყვეტილება პურის ფასზე როგორც საქართველოში, ასევე დანარჩენ მსოფლიოში.
რუსეთის მთავრობის დადგენილებას „რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან სოფლის მეურნეობის ზოგიერთი ნაწარმის გატანის დროებითი აკრძალვის შესახებ“ 5 აგვისტოს ხელი მოაწერა პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა. დადგენილების მიხედვით, შეზღუდვა ძალაში შევა 15 აგვისტოს და 31 დეკემბრამდე გასტანს.
„ანომალურად მაღალი ტემპერატურისა და გვალვის გამო, მიზანშეწონილად მიმაჩნია მარცვლეულის ექსპორტზე დროებითი შეზღუდვის დაწესება. დიახ, საკმარისი რეზერვი გვაქვს 9,5 მილიონი ტონა ხორბლის სახით, მაგრამ არ უნდა დავუშვათ სურსათის ფასის ზრდა შიდა ბაზარზე. ასევე უნდა შევქმნათ მომავალი წლის რეზერვი. როგორც ხალხი ამბობს, მარაგი ჯიბეს არ დაამძიმებს.“ - რუსეთის პრემიერ-მინისტრის მიერ ტელევიზიით გაკეთებულ ამ განცხადებას მყისიერად გამოეხმაურა ბაზარი. გაზეთ „ფაინენშელ ტაიმსის“ ცნობით, ჩიკაგოში ხორბლის ფასმა დღის განმავლობაში შესაძლებლის მაქსიმუმს მიაღწია და ორი წლის წინანდელ რეკორდულ მაჩვენებელს - ერთ ბუშელში 7,85 დოლარს - გაუტოლდა. 6,6 პროცენტით გაიზარდა ევროპული ხორბლის ფასი პარიზში. ხორბალი და ფქვილი გაძვირდა საქართველოშიც. თბილისში მდებარე პურის მეოთხე ქარხანა დღის განმავლობაში 5 ტონამდე პროდუქციას აწარმოებს. დირექტორი მალხაზ დოლიძე ამბობს, რომ, მიუხედავად ფქვილის ფასის თითქმის 10 პროცენტით მომატებისა, პროდუქციის გაძვირებას არ ჩქარობს, თუმცა უჭირს იმის თქმა, როდემდე გაგრძელდება ამგვარი ვითარება.
„გაურკვევლობასა და მოლოდინში ვართ. ზუსტად რა იქნება, არ ვიცი. ნედლეულის ფასის მატება საერთოდ მტკივნეულია ნებისმიერი მეწარმისთვის, რადგანაც თვითღირებულებაზე პოულობს ასახვას. დაახლოებით 70 პროცენტამდეა პურის თვითღირებულებაში ფქვილის წილი“, უთხრა რადიო თავისუფლებას მალხაზ დოლიძემ.
ცხადია, ფქვილის ფასს ხორბლის ღირებულება განსაზღვრავს. კომპანია „აგრიკომი“, რომელიც აგრობიზნესის მსოფლიო გიგანტის - „ბუნგეს“ - პარტნიორი ორგანიზაციაა, წლის განმავლობაში 250 ათასი ტონა ხორბლის იმპორტს ახორციელებს, რაც საქართველოს მოთხოვნილების 40 პროცენტს შეადგენს. კომპანიის დირექტორის ქეთევან კუბლაშვილის თქმით, სულ რაღაც სამი დღის წინ ერთი ტონა რუსული ხორბლის ფასი 260 დოლარი იყო.
„რა თქმა უნდა, კარგი იყო, როცა რუსეთიდან შემოდიოდა ხორბალი, იმიტომ რომ ლოჯისტიკის გამო ყველაზე იაფი ჯდებოდა, მაგრამ გვაქვს საშუალება ამერიკიდან, კანადიდან, ევროპიდან და ხორბლის მწარმოებელი სხვა მთავარი ქვეყნებიდან შემოვიტანოთ რუსულის ანალოგიური ფქვილი. უბრალოდ, იმიტომ არ შემოგვქონდა, რომ არაკონკურენტუნარიანი იყო. ახლა გადავერთვებით მაგ ბაზრებზე „ბუნგეს“ მეშვეობით. თუმცა ეს გამოიწვევს ფასში ცვლილებას. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ერთი ტონის ფასი 380 დოლარის ფარგლებში იქნება“, უთხრა რადიო თავისუფლებას ქეთევან კუბლაშვილმა, რომლის თქმითაც, ამდენივე იყო ერთი ტონა ხორბლის ფასი ორი წლის წინაც, მსოფლიო სასურსათო კრიზისის დროს, მაგრამ ამ გარემოებას საქართველოში პურის ფასის მკვეთრი ცვლილება არ გამუწვევია. უახლოეს მომავალში პურის გაძვირებას არც საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი ბაკურ კვეზერელი ვარაუდობს:
„მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ფასის ცვლილება აისახება საქართველოზეც, რადგანაც ჩვენ ვართ ამ პროდუქციის იმპორტიორები, თუმცა ეს, ბუნებრივია, სწრაფად არ მოხდება და დღესვე არ აისახება ბაზარზე და მიმდინარე თვეში ფასები სტაბილური იქნება.“
თუმცა, ფასების სტაბილურობასთან ერთად, ასევე მნიშვნელოვანია ხორბლის მარაგი. გაერო და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები ირწმუნებიან, რომ მსოფლიოს ხორბლის დეფიციტი არ ემუქრება. ამ აზრს იზიარებს მაკქუაიერ ბანკის ანალიტიკოსი ალექსანდ ბოსი, რომელსაც სააგენტო ბლუმბერგი ესაუბრა.
ალექსანდ ბოსი: „ეს, რასაც ახლა ვხედავთ ხორბლის ბაზარზე, ამინდით გამოწვეული პანიკაა. ვფიქრობ, წელს რუსული ხორბლის ბაზარზე მიწოდება 20 პროცენტით შემცირდება. ამასთან, ტენდენცია მომავალ წელსაც შენარჩუნდება, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ რეალურად ხორბლის მარაგი აღარაა. ბაზარს სჩვევია რეალურ სურათთან აცდენა და ვიდრე ისეთი განცდა გაგრძელდება, რომ ბაზარი კარგავს მომარაგების მნიშვნელოვან წყაროს, ფასიც მაღალი იქნება. ამ შეზღუდვით, რუსეთის შიდა ბაზარზე ხორბლის პროდუქტებზე მოთხოვნა და, შესაბამისად, ფასიც გაიზრდება. რეალურ შეშფოთებას ზოგადად ის უფრო იწვევს, რომ რუსეთში გაჭირდება ზამთარში ხორბლის დათესვა და ეს შეშფოთებაც ბაზარზე არსებულ ვითარებას ამყარებს.“
ექსპერტთა თქმით, ბაზარზე არსებულ ვითარებას ყველაზე მეტად უამინდობით გამოწვეული პრობლემები ამძიმებს. თითქმის უკლებლივ ყველა ხორბლის მწარმოებელ ქვეყანაში ნავარაუდევზე დაბალ მოსავალს ელიან. მსოფლიოს მასშტაბით მარცვლეულის მოსავლის პროგნოზი 25 მილიონი ტონით შემცირდა და 651 მილიონი ტონა შეადგინა. სპეციალისტები შიშობენ, რომ რუსეთში გვალვის გაგრძელების შემთხვევაში, ვერ მოხერხდება სახნავ-სათესი სამუშაოების სათანადოდ ჩატარება, რაც, თავის მხრივ, 2011-2012 წლებში სერიოზულ პრობლემას შეუქმნის მსოფლიო ბაზრის ხორბლით მომარაგებას.