ნინოწმინდასა და მარნეულში 4 წლის წინ შექმნილი სათემო რადიოები კომუნიკაციების ეროვნული კომისიისგან სიხშირის ლიცენზიას დღემდე ამაოდ ელიან. ამ ხნის განმავლობაში მათი ყველა პროექტი დასრულდა. „რადგან ლიცენზია არ მოგვცეს, დონორებმა დაფინანსება შეწყვიტეს. ეს დიდი პრობლემაა და რეგიონებში მასმედიის განვითარებაზე უარყოფით ზეგავლენას ახდენს. იმის გამო, რომ კომუნიკაციების კომისია ოფიციალურად არც უარს გვეუბნება, მაგრამ არც საქმიანობის გაგრძელების საშუალებას გვაძლევს, ნინოწმინდის სათემო რადიომ მუშაობა შეწყვიტა“, - ამბობს რადიოს რედაქტორი არარატ ტიციანი, რომელსაც ადრე თუ გვიან ლიცენზიის მიღების იმედი მაინც აქვს.
მარნეულის ცენტრში შეკრებილი ადამიანები, სათემო რადიოს წყალობით, ქართულ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე მომზადებულ ახალ ამბებს ყოველდღიურად სპეციალურად დამონტაჟებული დინამიკებით ისმენდნენ. ამ რადიომაც ლიცენზია დღემდე ვერ მიიღო, რის გამოც დაფინანსებული პროექტები შეუწყდა. როგორც მარნეულის სათემო რადიოს ჟურნალისტმა ზაურ დარგალიმ მითხრა, ქალაქში საინფორმაციო ვაკუუმი შეიქმნა. ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში მოსახლეობა ინფორმაციას საკუთარ ენაზე იღებდა. ქვემო ქართლში არსებული საინფორმაციო სააგენტო „რეგინფოს“ გენერალური მენეჯერი მარიკა წქორიძე ამბობს, რომ სათემო რადიოები, მოსახლეობის ინფორმირების გარდა, ხელს ინტეგრაციასაც უწყობდა.
მარნეულში ადგილობრივი ტელეარხიც დაიხურა და ერთადერთი გაზეთი „ტაიმერიც,“ რომელიც ქართულ და აზერბაიჯანულ ენებზე გამოიცემოდა. მას დონორთა დაფინანსება ერთი თვის წინ შეუწყდა.
უკეთეს მდგომარეობაში არც ჯავახეთის ადგილობრივი მედიაა. მიუხედავად იმისა, რომ, ქვემო ქართლისგან განსხვავებით, აქ ჯერჯერობით მხოლოდ სათემო რადიო დაიხურა, პრობლემები სხვა საინფორმაციო საშუალებებსაც აქვს. „მედია ჯავახეთში, ალბათ, მხოლოდ ახლა ვითარდება. ორი-სამი წლის წინ ადგილობრივი მასმედიის კულტურა საერთოდ არ არსებობდა, მაგრამ ის, რომ ამჟამად გვეხმარებიან, მომავლის პერსპექტივას ქმნის. ჩვენს თაობას არა, მაგრამ შემდეგს, ალბათ, უკვე ექნება განვითარებული პრესა და მასმედიასაც ანგარიშს გაუწევენ“, - ამბობს გაზეთ „სამხრეთის კარიბჭის“ სომხური რედაქციის ხელმძღვანელი რიმა ღარიბიანი. ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებების დახურვის გამო, ქვემო ქართლისა და ჯავახეთის მოსახლეობა სატელიტური ანტენების მეშვეობით აზერბაიჯანულ და სომხურ არხებს უყურებს და, მათ გარდა, ინფორმაციას რუსული ტელევიზიისგანაც იღებს.