მოსახლეობა არ გამორიცხავს, რომ ცეცხლი ვიღაც-ვიღაცებმა ხე-ტყის უკანონო ჭრის კვალის დასაფარავად გააჩინეს, ხელისუფლება კი ირწმუნება, რომ ხანძარი ბუნებრივმა პირობებმა ან ხალხის დაუდევრობამ გამოიწვია. რა არის აბასთუმანში გახშირებული ხანძრის გამომწვევი მიზეზები?
აბასუმნის მახლობლად, ბორჯომი–ხარაგაულის ეროვნულ პარკში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზების შემდეგ მოსახლეობამ სავარაუდო გამომწვევ მიზეზებზე დაიწყო საუბარი. ადგილობრივები ირწმუნებიან, რომ ცეცხლი ნახევრად ალპურ ზონაში შემთხვევით არ გაჩენილა. ხალხის მტკიცებით, ნაძვის, ფიჭვისა და არყის ხეების გამუდმებული ჭრის დაფარვის მცდელობამ ეს შედეგი გამოიღო.
[ხალხი]
ეროვნული პარკის თანამშრომლები ხანძრის ჩაქრობაში თავად მონაწილეობდნენ. მალხაზ ოდიკაძე ადასტურებს, რომ ცეცხლი მოჭრილ ხეებს მოედო, თუმცა არც მოსახლეობის დაუდევრობას გამორიცხავს.
[მალხაზი]
ადიგენის რაიონში გაჩენილ ხანძარს მოსახლეობასთან ერთად ორი დღის განმავლობაში აბასთუმნის, ახალციხის, ადიგენისა და ბორჯომის სახანძრო სამსახურები, ბორჯომი-ხარაგაულის ტყე-პარკისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თანამშრომლები აქრობდნენ. ადიგენის სახანძრო სამსახურის თანამშრომელი როლანდ ჭელია აცხადებს, რომ ამჯერად საქმე დახურული ტიპის ხანძართან გვქონდა.
[როლანდი]
ეროვნული პარკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს თომა დეკანოიძეს ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე საუბარი უჭირს, თუმცა აღნიშნავს, რომ ეს ტერიტორია ხანძარსაშიშ ზონას განეკუთვნება.
[თომა]
კურორტის მახლობლად გაჩენილი ხანძრის გამო შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა გარემოს დაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი ღვალაძე. იგი ხანძრის განზრახ გაჩენას უარყოფს, თუმცა ირწმუნება, რომ დანაშაულის გამოკვეთის შემთხვევაში საქმეში ძალოვანები ჩაერთვებიან.
[მინისტრი]
აბასთუმანში ბოლო დროს გაჩენილი ხანძრებიდან ყველაზე მასშტაბურად ორი წლის წინანდელი ხანძარი შეიძლება ჩაითვალოს. 2006 წლის აგვისტოს თვეში, ოფიციალური მონაცემებით, 421 ჰა ტყის მასივი განადგურდა. ასევე ოფიაციალური დასკვნის მიხედვით, ხანძარი ჰაერის მაღალმა ტემპერატურამ გამოიწვია.
ხანძრის ჩაქრობას ხელი საბოლოოდ ბუნებრივმა პირობებმა შეუწყო: მეორე დღეა სამცხე-ჯავახეთში გადაუღებლად წვიმს.