დღეს ევროპარლამენტმა ევროპის კავშირის ლიდერებს მოუწოდა, ბოიკოტი გამოუცხადონ
პეკინში ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას, თუკი ჩინეთი ტიბეტში შექმნილი ვითარების შესახებ მოლაპარაკებებს არ დაიწყებს დალაი ლამასთან. რეზოლუცია, რომელსაც არა აქვს კანონის ძალა, ხმების დიდი უმრავლესობით იქნა მიღებული. ევროკავშირის მთელმა რიგმა ლიდერებმა, მათ შორის გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა გორდონ ბრაუნმა განაცხადეს, რომ არ დაესწრებიან ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას. მაგრამ, მათი თქმით, ეს არ არის ოლიმპიური თამაშების პოლიტიკური ბოიკოტი. დღეს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, ჟაკ როგემ სინანული გამოთქვა საპროტესტო აქციების გამო, რომლებიც თან სდევს პეკინის ოლიმპიადის ჩირაღდნის ესტაფეტას. სან ფრანცისკოს ხელისუფლება იძულებული იყო, შეემოკლებინა ოლიმპიური ჩირაღდნის მარშრუტი, რათა თავიდან აეცილებინა ლონდონისა და პარიზის მსგავსი არეულობები.