პარასკევს ამ თემაზე წერილი“ვაშინგტონ პოსტშიც”დაიბეჭდა. მისი ავტორი, ჯიმ ჰოგლენდი, თავისი ანალიზის დასაწყისშივე აღნიშნავს, რომ გაყოფილი ნატო მომავალ კვირაში, ბუქარესტის სამიტზე, თავის გეგმას უკრაინისა და საქართველოს შესაძლო გაწევრიანებასთან დაკავშირებით არ განახორციელებს. ამის ნაცვლად, რუმინეთის დედაქალაქში შეკრებილები დროს დაუთმობენ ავღანეთში ევროპის ქვეყნების ჯარის გაზრდას და პრეზიდენტ ბუშის წინადადებას, ერთმანეთთან დააკავშირონ აშშ-ის, ნატოსა და რუსეთის ანტისარაკეტო სისტემები.
ბუშმა ოთხშაბათის განცხადებით, რომ 6 აპრილს ვლადიმირ პუტინს ეწვევა სოჭში, სამიტის სწორედ ასეთ უკონფლიქტო მიმდინარეობაზე მიანიშნა.
“ვაშინგტონ პოსტის” სტატიის ავტორის დაკვირვებით, პუტინმა და ბუშმა გადაწყვიტეს თვიანთი პირადი ურთიერთობა, როგორც პრეზიდენტებისა, ასე, დაპირისპირების გარეშე, დაასრულონ. ჯორჯ ბუშმა თავის კოლეგას ჯერ ვაშინგტონიდან დაურეკა, 7 მარტს, 12 მარტს კი პირადი თბილი წერილიც მიაყოლა. ამან სახელმწიფო მდივანსა და თავდაცვის მინისტრს საშუალება მისცა პუტინისთვის გადაეცათ “სტრატეგიული ჩარჩოს დეკლარაცია”, რომელიც შეიცავდა წინადადებას რუსეთი აშშ-ისა და ნატოს დღევანდელ თავდაცვის სარაკეტო სისტემაში ჩართულიყო. შემდეგ პუტინმა წამოაყენა სოჭში შეხვედრის თემა. თუმცა მიწვევას ახლდა რაღაც, პირობისმაგვარი, - ეს ინფორმაცია “ვაშინგტონ პოტს” დიპლომატების გამონათქვამზე დაყრდნობით მოჰყავს, - რომ სოჭის სამიტი ჩაიშლებოდა, თუკი რუმინეთის დედაქალაქში, სამიტზე, კონფრონტაცია შეიქმნებოდა უკრაინისა და საქართველოს გამო. ჯიმ ჰოგლენდის თანახმად, ორივეს, პუტინსაცა და ბუშსაც, ტვირთი მოხსნა გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის, განცხადებამ. ბერლინი ჯიუტად ეწინააღმდეგება ვაშინგტონის სურვილს, ბუქარესტის სამიტზე ორ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას, საქართველოსა და უკრინას, ეგრეთ წოდებული MAP-ი, “წევრობის სამოქმედო გეგმა”, შესთავაზონ. როგორც გაზეთი წერს, 8 მარტს, ბერლინში შეხვედრისას,მერკელმა პირდაპირ უთხრა პუტინს, რომ ბერლინი, ამ ხრივ, აშშ-ის ყველა წინადადებას ვეტოს დაადებს. ამან იყო, რომ პუტინს საშუალება მისცა, - დაასკვნის გაზეთი, - სოჭის ინიციატივა დაედასტურებინა და ბუშისათვის ნება დაერთო, ევროპაში თავისი მოგზაურობა დაეწყო კიევით, სადაც ის იტყვის, რომ კვლავაც განაგრძობს ბრძოლას ალიანსისკენ უკრაინისა და საქართველოსათვის გზის გასახსნელად.
გაზეთი “ინტერნეიშნლ ჰერალდ ტრიბიუნი” განმარტავს, თუ რატომ შეიძლება არ სურდეს ნატოს რომელიმე წევრ ქვეყანას მასში უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანება. უკრაინისთვის მთავარი პრობლემაა ის, რომ ამ ქვეყნის მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს არ სურს ალიანსის წევრობა. საქართველოსთვის კი მთავარი შემაფერხებელია სეპარატისტულ რეგიონებთან გაყინული კონფლიქტები, რის გამოც, ალიანსის ზოგიერთი წევრი ქვეყნის აზრით, ნატოს რუსეთთან კონფრონტაცია მოუწევს. გაზეთის თანახმად, სერიოზული შეცდომა იქნებოდა ნატოში საქართველოს გაწევრიანების პირობად კონფლიქტების მოგვარების გამოცხადება, რადგან ამით რუსეთს, ფაქტობრივად, საშუალება მიეცემოდა ნატოში საქართველოს გაწევრიანებაზე ვეტო დაედო და უზრუნველეყო კონფლიქტების მოუგვარებლად დარჩენა. ცხინვალსა და სოხუმს მოსკოვი კარგად იყენებს ნატოსთან მიახლოებისას საქართველოზე ზეწოლისთვის. საქართველო რომ ნატოში მოხვედრილიყო, მართლაც გაიოლდებოდა კონფლიქტების მოგვარება, რადგან რუსეთს ნაკლები მოტივი ექნებოდა ამ კონფლიქტების შესანარჩუნებლად, ფიქრობს “ინტერნეიშნელ ჰერალდ ტრიბუნის” ამ სტატიის ავტორი.
ბოლოს, მინდა მოკლედ გაგაცნოთ “უოლ სტრიტ ჯორნალში” გამოქვეყნებული წერილი, რომლის ავტორიცაა აშშ-ის თავდაცვის ყოფილი მინისტრი დონალდ რამსფელდი. ამ წერილში ზოგადად ნატოს გაფართოების აუცილებლობაზეა ლაპარაკი და, კონკრეტულად, არა მარტო ალბანეთის, ხორვატიისა და მაკედონიის მიღებაზე, არამედ სამომავლო “წევრობის სამოქმედო გეგმაში” უკრაინისა და საქართველოს ჩართვაზე. რამსფელდის თანახმად, ნატოს წინსვლისთვის ამაზე უკთესი გზა არ არსებობს. უფრო ქვემოთ პენტაგონის ყოფილი ხელმძღვანელი წერს, რომ ბუქარესტში საქართველოსა და უკრაინის საკითხზე დუმილი, სამოქმედო გეგმის შეთავაზების გადადება, როგორც ეს ზოგიერთ დასავლეთევროპულ ქვეყანას სურს, ამ ქვეყნების საერთაშორისო ინტეგრაციაზე უარის თქმის ტოლფასი იქნებოდა, ეს ხალხის იმედგაცრუებას გაამართლებდა და რუსეთს კი მწვანე შუქს მისცემდა“ცივი ომის” რიტორიკისათვის მიემართა.
რამსფელდის აზრით, ბუქარესტის სამიტი იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ნატო გაფართოვდეს და ამით მისი ყველა 26 წევრის ინტერესები გაიზარდოს. ახლა, ასრულებს თავის წერილს “უოლ სტრიტ ჯორნალში” დონალდ რამსფელდი, არ არის საკუთარ თავში დაეჭვების დრო, ახლა აშშ-ისა და ევროპის ლიდერობის დროა.