ფრაქციათა ნაწილმა - კონკრეტულად კი, ”ახალმა მემარჯვენეებმა” - უარი განაცხადა შეხვედრაზე, ნაწილთან შეხვედრა ჩაიშალა, ნაწილი კი - ”მრეწველები” - გარკვეული პირობების შესრულების შემთხვევაში მთავრობის ახალი შემადგენლობის მხარდაჭერას აპირებს.
პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ახლახან წარდგენილი ლადო გურგენიძე, ასევე განათლების მინისტრობისა და ლტოლვილთა და განსახლების მინისტრობის კანდიდატები ბელა წიფურია და კობა სუბელიანი პარლამენტის შენობაში დილიდანვე მივიდნენ. მინისტრობის კანდიდატებმა თავდაპირველად შეხვედრა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებთან გამართეს. შეხვედრის შემდეგ კომენტარი უმრავლესობის წარმომადგენელმა, დეპუტატმა რატი სამყურაშვილმა გააკეთა:
[რატი სამყურაშვილის ხმა] ”რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ მთავრობის ეს შემადგენლობა - განსაკუთრებით ახალი პრემიერ-მინისტრი - იმუშავებს ძალიან ეფექტურად იმისათვის, რომ კიდევ უფრო ეფექტურად წარიმართოს პროცესი, კიდევ უფრო ეფექტურად წარიმართოს სოციალური სფეროს გაჯანსაღება, პენსიების მომატება, ხელფასების მომატება მთელ რიგ სფეროებში და სხვ.”
ბელა წიფურიამ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ, რომელიც ახლა უკვე მინისტრის თანამდებობაზეა წარდგენილი, მოკლედ ჩამოაყალიბა ის, რის გაკეთებასაც პარლამენტის მიერ მხარდაჭერის შემთხვევაში აპირებს:
[ბელა წიფურიას ხმა] ”ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ გაგრძელდეს ის გზა, რომელიც დაისახა გასული 4 წლის მანძილზე განათლების რეფორმის ფარგლებში. წარმატებით გაგრძელდეს ის პროგრამები, რომლებიც უკვე დაწყებულია, განვითარდეს ახალი მიდგომები.”
ლადო გურგენიძესა, კობა სუბელიანსა და ბელა წიფურიასთან შეხვედრაზე უარი განაცხადეს ”ახალი მემარჯვენეების” საპარლამენტო ფრაქციის წევრებმა, ”მრეწველთა” ლიდერმა გოგი თოფაძემ კი გადახალისებული მთავრობის მხარდაჭერისათვის ერთადერთი პირობა წამოაყენა:
[გოგი თოფაძის ხმა] ”თუ დატოვებს ბენდუქიძეს, ჩვენ ყველანაირად ვიქნებით მისი წინააღმდეგი. ბენდუქიძე მიგვაჩნია, რომ საქართველოს ეკონომიკის დამანგრეველია და ასრულებს სულ სხვა დავალებებს, რომ საქართველო სულ გაასხვისოს, გააჩუქოს, იქ თავისი ინტერესებიც, ალბათ, ჩადებული აქვს და ჩვენს შვილებს და შვილიშვილებს დაუტოვოს მხოლოდ მომსახურეების როლი. აი, თუ ბენდუქიძეს ტოვებს, ძალიან გაგვირთულდება ჩვენ მასთან ურთიერთობა.”(სტილი დაცულია)
სულ ბოლოს მთავრობის ახალი წევრობის კანდიდატებს ფრაქცია ”დემოკრატიულ ფრონტში” ელოდნენ, მაგრამ, საბოლოოდ, ეს შეხვედრა ჩაიშალა. ფრაქციის წევრ ოპოზიციონერ დეპუტატებს სურდათ შეხვედრა მედიისათვის ღია ფორმატში ჩატარებულიყო, მაგრამ, როგორც ირკვევა, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე მინისტრობის კანდიდატებთან შეხვედრის ფორმატი უკვე განსაზღვრული იყო და ისიც ცნობილი იყო, რომ ”დემოკრატიული ფრონტის” წევრები გადახალისებული მთავრობის მხარდაჭერას არ აპირებდნენ. კენჭისყრა კი მინისტრთა ახალი კაბინეტის დასამტკიცებლად 22 ნოემბერს, ხუთშაბათს, გაიმართება.