Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იაპონიაში განუსაზღვრელი ვადით დახურეს ატომური


იაპონიაში განუსაზღვრელი ვადით დახურეს ატომური ელექტროსადგური

იაპონიაში განუსაზღვრელი ვადით დახურეს ატომური ელექტროსადგური
მას შემდეგ რაც გაირკვა, რომ მიწისძვრით მიყენებული ზარალი უფრო მძიმეა, ვიდრე თავდაპირველად ვარაუდობდნენ. მიწისძვრის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა. მოცულობით მსოფლიოს უდიდეს კაშივაზაკი კარივას ატომური სადგურიდან ზღვაში რადიაქტიური ნივთიერების შემცველმა 50 პროცენტით მეტმა წყალმა გაჟონა, ვიდრე თავდაპირველად ეგონათ. თუმცა, კომპანიის პრეს-მდივნის განცხადებით, საწარმოს ტერიტორიის მიღმა რადიაცია არ დაფიქსირშებულა. გაეროს ატომური უწყების ხელმძღვანელმა მუჰამედ ელ-ბარადეიმ იაპონიას ინციდენტის გულდასმით გამოძიებისაკენ მოუწოდა.
XS
SM
MD
LG