ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი ონიანი გახლავთ.
6 მაისი, კვირა
დღეს გიორგობაა. დილით ეკასთან და ბავშვებთან ერთად ეკლესიაში ვიყავი. სანდრო, ჩემი 4 წლის ვაჟი, როგორც ყოველთვის, მოუსვენარი იყო, რის გამოც მასთან ერთად წირვიდან ორჯერ 15-წუთიანი ინტერვალით გარეთ მომიწია გამოსვლა და მწვანეყვავილას გორაკიდან გადაშლილი, მაისის მშვენიერებით შემოსილი ქუთაისის ხედების შესახებ ინფორმაციის გაცემა. სანდრომ ბევრი შეკითხვა იცის. აინტერესებდა, თუ რატომ იყო რიონი მღვრიე, რატომაა დანგრეული ბაგრატის ტაძარი, გავისვრიდი თუ არა ქვას რიონს გაღმა ჭომამდე და ა.შ. როგორც ყველა მამას, მეც მაქვს იმედი, რომ ჭკვიანი გაიზრდება და შეკითხვების დასმაზე მეტად პასუხებზე იფიქრებს.
შაბათი თავს მახსენებდა. უნივერსიტეტში გაიმართა ფუნქციათა თეორიის ქართული სკოლის ფუძემდებლის, აკადემიკოს ვლადი ჭელიძის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ხსოვნის საღამო. თბილისიდან რამდენიმე ცნობილი კოლეგა იყო ჩამოსული. საინტერესო იყო მიმოხილვებიცა და მოგონებებიც. ყველამ კიდევ ერთხელ დავინახეთ ვლადი ჭელიძის მემკვიდრეობის სიდიდე. შუადღით მის მონოგრაფიას ვათვალიერებდი. დანჟუა-ჭელიძის ინტეგრალი მართლა რთული რამეა! ისევე, როგორც რთულია, ფუნქციათა თეორიის ფრანგ კლასიკოს დანჟუასთან ერთად შენი გვარიც მოიხსენიონ მყარი ტერმინის სახით. ასეა, ქართველებს ჭეშმარიტი მათემატიკოსები გვყავდა და გვყავს დღესაც! ალბათ გვეყოლება მომავალშიც, მაგრამ ახალგაზრდების ინტერესის განელება საბუნებისმეტყველო დარგებისადმი, მეცნიერთა არასამეცნიერო პრობლემებით დატვირთული ცხოვრება გაბედულ ოპტიმიზმს ფრთებს უკვეცავს და ამიტომაც ვამბობ: ალბათ!
საღამოს გეგმები დავაწყვე ორშაბათისთვის (ორშაბათი მძიმე დღეა!). ფეხბურთსაც ვუყურე. ამდენ ჯახირში მადრიდის "რეალი" ფორმაში შევიდა და მგონი ჩემპიონიც შეიძლება გახდეს. მათი მწვრთნელი კაპელო დიდი უტეხი ვინმეა!
7 მაისი, ორშაბათი
ორშაბათი მართლაც მძიმე დღეა. დილიდან 5 საათამდე ბევრ ადამიანთან მომიწია საუბარი. თემები ცვალებადობდა აბსურდულსა და ჭკვიანურს შორის სრული სპექტრის მიხედვით. ბოლოსკენ დავიღალე და, მუხრანისა არ იყოს, ფიქრები გამირბოდა "საუბრის იქით ფიქრი როა, იმ ფიქრის იქით", საფიქრალი კი მქონდა: ხუთშაბათს აკადემიური საბჭოს სხდომაა, განსახილავი საკითხები კი ამომწურავად გააზრებული არა მაქვს. თუმცა, დღეს ერთ საქმეს თავი მოვაბით: რეაბილიტაციის სამუშაოებისთვის დეტალური პროექტი დასრულდა და სამინისტროში გაიგზავნა. ვიმედოვნებ, დამტკიცდება და გამოყოფილი დაფინანსებით ჩვენი უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა თანამედროვე სტანდარტებს მიუახლოვდება.
სამსახურის შემდეგ ეკასთან ერთად გასტროლებზე მყოფი "თავისუფალი თეატრის" წარმოდგენას – "ძმები" – დავესწარი. მთლიანობაში მომეწონა, თუმცა ცოტა ჭარბობდა ემოციები, რაც თეატრში ზოგადად არ მომწონს. სულ სხვაა მწერლობა, რომელიც, ვიდრე აგაღელვებს, მანამდე ჩაგაფიქრებს. თეატრში კი პირიქით ხდება…
8 მაისი, სამშაბათი
დილით ლექციები მქონდა. მათემატიკის სპეციალობის მესამე კურსი, რომელსაც ვასწავლი, თანდათან უმატებს. სასწავლო წლის დასაწყისში ბევრი რამ არ ესმოდათ, ახლა აუდიტორიიდან რამდენიმე შინაარსიანი თვალი ყოველთვის მიყურებს. ამის გარეშე ლექცია არაფრისმაქნისი მონოლოგია!
აკადემიური საბჭოს საკითხები ბოლომდე გავიაზრე და საბჭოს წევრებთან უწყებაც დაიგზავნა.
აფხაზეთში ტყვედ ნამყოფი 3 სტუდენტი გვყავდა სტუმრად. ბიჭებს არა უშავთ, თუმცა ტყვეობის კვალი ოდნავ ემჩნევათ. ჩვენს სტუდენტებთან ერთად მეც მივესალმე სიტყვით მათ გამბედაობას. გამახსენდა 90-იანი წლების პირველი ნახევარი, ჩემი თაობის სტუდენტობა, რომელმაც იომა აფხაზეთში. რა სისხლიანი და ტკივილიანი წლები იყო! ტკივილი დღესაც გრძელდება. მას ვერანაირი წამალი, გარდა იმედისა, ვერ აყუჩებს. იმედი კი არ გამქრალა, ცოცხლობს.
9 მაისი, ოთხშაბათი
9 მაისია! გამარჯვების დღე კითხვების გარეშე! გერმანელი სოციალ-დემოკრატები ხომ ბოლშევიკებზე დიდი უბედურება იყვნენ!
ვისარგებლე იმით, რომ სამსახურში არ მიწევდა წასვლა. ვწერდი პოლონური მათემატიკური ჟურნალის, "შტუდია მატემატიკის" რედკოლეგიის მიერ გამოგზავნილი ნაშრომის რეცენზიას. რაღაც კონდიციამდე მივიყვანე. მერე საკუთარ ნაშრომსაც მივხედე საერთაშორისო სიმპოზიუმისათვის, რომელიც აგვისტოში ოქსფორდში გაიმართება. რაც რექტორი გავხდი, სამეცნიერო მუშაობის დრო მნიშვნელოვნად შემეზღუდა. თავიდან ეს თითქმის აუტანელი იყო, მერე ნელ-ნელა შევეგუე. მიუხედავად შეზღუდვისა, კვლევით მუშაობას მაინც ვახერხებ, თუმცა, თავადაც მიკვირს, როგორ. ბოლო დროს ერთი საინტერესო შედეგიც მივიღე. ახალ გამოკვლევებზე ყოველთვის ვესაუბრებოდი ჩემს მასწავლებელს, აკადემიკოს ლევან ჟიჟიაშვილს. უსაშველოდ მწყდება გული, ამას რომ ვეღარ შევძლებ, რადგანაც ქართული მათემატიკური სკოლის ერთ-ერთი გამორჩეული სახე, ბატონი ლევანი, გასული წლის დეკემბრიდან აღარაა ჩვენს შორის.
10 მაისი, ხუთშაბათი
ჩატარდა აკადემიური საბჭოს სხდომა. ფაკულტეტის საბჭოების რეორგანიზაციის პროექტი მოწონებულ იქნა. ამჟამად, გარდამავალი ფორმატის შესაბამისად, საბჭოში შედის პროფესორთა სრული შემადგენლობა, რაც ზოგიერთ ფაკულტეტზე 100 კაცს აჭარბებს. ასეთი საბჭო ვერ იქნება ეფექტიანი და ქმედითუნარიანი, რის გამოც შეიზღუდა წევრთა რაოდენობა და მიღებული პრინციპების მიხედვით საბჭოებში დაახლოებით 25-30 კაცი იქნება. დავამტკიცეთ საფაკულტეტო აკადემიური სტრუქტურული ერთეულების ჩამონათვალი. კათედრების ნაცვლად უფრო მსხვილი რგოლები ჩამოყალიბდა აკადემიური დეპარტამენტების სახით. მათი რაოდენობა ჯამში 34-ია. ავირჩიეთ ბიბლიოთეკის დირექტორი.
საღამოს ბილიარდისთვის მოვიცალე. წამიკითხავს, ბართლომეს ღამეს ლუდოვიკო თურმე სპორტის ამ სახეობით ერთობოდა. მე არც ლუდოვიკო ვარ და არც მისი რომელიმე ოდიოზური კარდინალი. ასე რომ, ზოგჯერ თავისუფალ დროს ბილიარდის თამაში ცუდი საქციელი ალბათ არაა…
11 მაისი, პარასკევი
დატვირთული დღე იყო. განცხადებები, ბრძანებები, დიპლომები… ჩინოვნიკურმა რუტინამ დილას 2 საათზე მეტი წაიღო. განვიხილეთ სტუდენტთა და მათ მშობელთა თხოვნები სწავლის საფასურთან დაკავშირებით შეღავათის თაობაზე. ამ განცხადებებიდან ნათელი წარმოდგენა შეგექმნება ხალხის პრობლემებზე. ყველამ ვიცით, რომ განათლება ფული ღირს. მიუხედავად ამისა, შეუძლებელია, არ შეხედო და არ გაითვალისწინო განცხადებებში არეკლილი გასაჭირი. მომიწია, გამეხსნა სტუდენტთა კონფერენცია ანგლისტიკასა და ამერიკანისტიკაში, რომელზე დასასწრებად ჩამოსული იყო ამერიკის საელჩოს წარმომადგენელი, ასევე სტუდენტები ბათუმიდან, ლატვიიდანაც კი. ლატვიის უნივერსიტეტი ჩვენი პარტნიორია, რამდენიმე პროექტში ერთად ვმონაწილეობთ. საღამოს ინგლისური ენის დეპარტამენტს, კონფერენციის ორგანიზატორს, ბანკეტი ჰქონდა. ამერიკელი სტუმარი, მიუხედავად არცთუ ახალგაზრდული ასაკისა, საკმაოდ ენერგიულად ცეკვავდა. თუმცა, შუა სუფრიდან წავიდა. მეც მას მივბაძე.
12 მაისი, შაბათი
შაბათობით მაგისტრანტებთან მაქვს ორი ლექცია. კარგი ბავშვები არიან. ჯგუფში ხუთნი არიან, ხუთივე ბანკში მუშაობს, რაც სწავლაში გარკვეულწილად ხელს უშლით. მათემატიკოსები ბანკში! ამაში ალბათ არაფერია არალოგიკური.
გუშინდელი ბანკეტის გამო ოდნავ ნაბახუსევზე ვიყავი. საერთოდ, "ბახუსი და ქუთაისი" რთული თემაა. თანამდებობაზე, თანაც ქუთაისში, ხშირად შეიძლება მოგიწიოს სუფრასთან ყოფნა. შეიძლება კინოფილმ "ცისფერი მთების" პერსონაჟი დირექტორივით დაგემართოს და გაუთავებელ ბანკეტებზე დაიწყო საუბარი. კარგი იქნება, თუ მხოლოდ ამით შემოიფარგლე და სხვა თვისებებითაც არ დაემსგავსე თემო ჩირგაძის გმირს. მერე შეიძლება ჩვენს უნივერსიტეტში ახლად გაკეთებულ ხელოვნურსაფარიან მოედანზე, რომელსაც ისედაც არ აკლია ქალაქიდან მოსული აბეზრები, მოტობურთის მოთამაშეები გამოჩდნენ.
რა დროს მოტობურთია! ორშაბათამდე პოლონეთში გასაგზავნი რეცენზია უნდა დავამთავრო. ხვალ აუცილებლად დავწერ!