Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
კოდორის ხეობაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით

კოდორის ხეობაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით


კოდორის ხეობაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით სამშაბათს ნიუ იორკში,

კოდორის ხეობაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით სამშაბათს ნიუ იორკში,
გაეროს შტაბ-ბინაში, ბრიფინგი გამართა გაეროში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ირაკლი ალასანიამ. "საქართველო გმობს მომხდარს და, მისი შეფასებით, ეს არის სერიოზული მცდელობა სტაბილიზაციისა და რეკონსტრუქციის პროცესის შეფერხებისა, ზემო აფხაზეთში უკანასკნელი პერიოდის დადებითი პროცესების გაუფასურებისა. სრულიად აშკარაა, რომ გარკვეული ძალები ასეთ პროვოკაციებს გამოიყენებენ რეგიონში დაძაბულობის ესკალაციისთვის, რაც საფრთხეს უქმნის მყიფე სტაბილურობას და იმისთვის, რათა ხელი შეუშალონ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ნებიმიერ წინსვლას. როგორიცაა, კერძოდ, 2007 წლის თებერვალში ჟენევის მოლაპარაკებებში მხარეების კვლავ ჩართვა," თქვა ალასანიამ.
XS
SM
MD
LG