ერაყში სარეკონსტრუქციო სამუშაოებს აფერხებს ქაოსი, კორუფცია, მილიონობით დოლარის გაფლანგვა და მასშტაბური უმუშევრობა - ეს შეფასება გამოთქმულია
ახალ საანგარიშო მოხსენებაში, რომელიც ერაყის შესახებ აშშ-ის მთავრობამ წარმოადგინა. ანგარიშში გამოთქმულია შეშფოთება, რომ უსაფრთხების მხრივ ვითარების გაუარესება ჩაშლით ემუქრება ერაყში რეკონსტრუქციისაკენ მიმართულ მთელს ძალისხმევას. ამ შეფასების ფონია დღეს ბაღდადში სამი დანაღმული ავტომანქანის აფეთქება, რის შედეგადაც, სულ ცოტა, 7 ადამიანი დაიღუპა. იუწყებიან აგრეთვე, რომ ადმირალი უილიამ ფალკონი, რომლის კანდიდატურაც აშშ-ის პრეზიდენტმა წარადგინა ახლო აღმოსავლეთში ამერიკის სამხედრო ძალების სარდლის პოსტზე, გამოთქვამს მოსაზრებას, რომ ერაყში მდგომარობის გამოსასწორებელი დრო ნელ-ნელა იწურება.