პარასკევს ჰელსინკიში დაბიშნულ სამიტზე ევროკავშირი
რუსეთთან პარტნიორობის ახალ შეთანხმებაზე მოლაპარაკებას ვეღარ გამართავს. კავშირმა ვერ შესძლო წევრი ქვეყნის, პოლონეთის დარწმუნება, მოეხსნა ვეტო, რომელიც მან ამ მოლაპარაკებას დაადო. ამის შესახებ ფინეთმა განაცხადა კავშირის მორიგე პრეზიდენტი ქვეყნის რანგში. პოლონეთის მხრიდან ევროკავშირსა და რუსეთს შორის მოლაპარაკებაზე ვეტოს დადება პასუხია პოლონური წარმოების კვების ზოგიერთ პროდუქტზე რუსეთის მხრიდან აკრძალვის დაწესებაზე. ევროკომისიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ხვალინდელ სამიტზე რუსეთთან მაინც ბევრი საკითხი რჩება განსახილველი - მათ შორის ენერგეტიკული პოლიტიკა, და რუსეთის დამოკიდებულება საქართველოს, კოსოვოს საკითხისა, და ახლო აღმოსავლეთის რეგიონის მიმართ.