არჩევნებს ბოიკოტს აღარ უცხადებენ ლეიბორისტები. ეს განცხადება დღეს შრომის პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა გააკეთა. დღესვე ცესკოში განაცხადი ,,ახლებმაც” შეიტანეს.
31 აგვისტოს იმ პოლიტიკური პარტიებისთვის, რომელთაც პარლამენტში ჰყავთ თავიანთი წარმომადგენელი, ცსკ-ში რეგისტრაციის ვადა ამოიწურა. 5 ოქტომბერს დანიშნულ არჩევნებში 8 პოლიტიკური პარტია მონაწილეობს. ლეიბორისტებმა გადაწყვეტილება ბოლო დღეს შეცვალეს და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას იღებენ. როგორც შრომის პარტიის ლიდერი აცხადებს, ამის მიზეზი ის გახდა, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა მათ ბოიკოტირებაში მხარი არ დაუჭირეს. თუმცა შალვა ნათელაშვილი არადემოკრატიულ საარჩევნო კოდექსზე თვალის დახუჭვის, არჩევნების არაკანონიერად დანიშვნისა და, საერთოდ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების უკანონობაზე მთელ პასუხისმგებლობას აშშ-ის მთავრობას აკისრებს:
[შალვა ნათელაშვილის ხმა] ,,გამოწვევას ვიღებთ და მზად ვართ მივიღოთ მონაწილეობა ადგილობრივ არჩევნებში, გამანადგურებელი დარტყმა მივაყენოთ სააკაშვილის სისხლიან, ანტიეროვნულ, ანტიადამიანურ რეჟიმს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ განვითარებულ მოვლენებზე დღემდე, ხვალაც და შემდგომაც მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციას. აქვე მინდა ვთხოვო საზოგადოებას, მიაქციონ ყურადღება, რომ სააკაშვილის რეჟიმმა არ მოგვცა უფლება აგვერჩია მერები და გამგებლები. კონკრეტულად, თბილისელებს არ ენდო და არ აარჩევინა მერი.”
ცესკოში განაცხადი ,,ახლებმაც” შეიტანეს, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ, საბოლოოოდ, არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადონ. ამ გადაწყვეტილებას ისინი მას შემდეგ მიიღებენ, თუ ოპოზიცია არ გაერთიანდა და ამომრჩეველს საერთო კანდიდატურა არ შესთავაზა. ,,ახლების” წარმომადგენელი დავით საგანელიძე პარტიის საბოლოო გადაწყვეტილებას 7 სექტემბერს გაახმაურებს. ამ დროისათვის კი ,,ახლების” მიერ მიღებულ 3 ვარიანტზე საუბრობს:
[დავით საგანელიძის ხმა] ,,პირველი - ბატონ ბადრი პატარკაციშვილის ჩამოსვლას მაინც გვინდა დავუცადოთ, იმიტომ რომ ჩვენ მაინც გვინდა შევთავაზოთ და საბოლოოდ გავიაროთ მასთან კონსულტაციები. თუ ბატონ ბადრის კანდიდატურა გადაწყდა, ჩვენ ამ შემთხვევაში აქტიურად ჩავერთვებით; მეორე - თუ ოპოზიცია საბოლოოდ გამოძებნის ერთიან კანდიდატს, მაშინ ჩვენ ოპოზიციის ერთიანი კანდიდატის მხარდასაჭერად ისევ ჩავერთვებით აქტიურად არჩევნებში; თუ ეს ვერ შედგა და ყველა ოპოზიციური პარტია თავისი კანდიდატით წარდგა ამ არჩევნებზე, მაშინ ჩვენ კარგად გვესმის, რომ ასეთ არჩევნებში მონაწილეობას აზრი არა აქვს.”(სტილი დაცულია)
საქართველოში ოფიციალურად 85 საარჩევნო ოლქია რეგისტრირებული, თუმცა იმის გამო, რომ სახელმწიფო იურისდიქცია ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე არ ხორციელდება, ამ დრომდე რეალურად მხოლოდ 75 მათგანი მოქმედებდა, ახლა კი მას აჟარის თემის ოლქიც დაემატა. 2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნების მონაცემებით, რეგისტრაცია გავლილი აქვს 40-მდე პარტიას, - აცხადებს ცესკოს თავმჯდომარე გურამ ჩალაგაშვილი:
[გურამ ჩალაგაშვილის ხმა] ,,8 პარტიას აქვს შემოტანილი განცხადება, რეგისტრაციაში გატარდა კონსერვატიული პარტია, რესპუბლიკური პარტია. მრეწველები და ნაციონალური მოძრაობა მხოლოდ განცხადებით შემოიფარგლნენ, ვინაიდან ჰქონდათ მათ რეგისტრაცია; ასევე - ეროვნულ-იდეოლოგიური პარტია. რაც შეეხება მერაბ კოსტავას საზოგადოებას და ,,დედა სამშობლოს”, მათ ჰქონდათ გარკვეული პრობლემები დოკუმენტაციაში და 6 საათამდე აქვთ ვადა, რათა ხარვეზი აღმოფხვრან და შემოიტანონ.”(სტილი დაცულია)
ცესკოში განაცხადი ეროვნულ-დემოკრატიული იდეოლოგიის პარტიამაც შეიტანა, თუმცა არ არის გამორიცხული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტი მათაც გამოუცხადონ. მათგან განსხვავებით, საბოლოო გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვთ ,,სახალხო ფორუმს”, ,,ჩვენ თვითონს”, ,,მწვანეთა პარტიასა” და ,,სამართლიანობას”. ისინი არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ.