რომელიც კი საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო, გეგმის მიხედვით ხორციელდება. მოსახლეობასა და ადგილობრივ მთავრობას შორის არსებული უნდობლობის ყინული გალღვა და დაწყებულ სამუშაოებში კოდორის ხეობის მცხოვრებლებიც იღებენ მონაწილეობას. ხელისუფლებისგან განსხვავებით, მოსახლეობის უფლებების დარღვევებზე საუბრობს პოლიტიკური მოძრაობა ,,იმედი”.
ომარიშარადან ჩხალთამდე სკოლებისა და საავადმყოფოს გარემონტება, კოტეჯების მშენებლობის დასრულება, წყალგაყვანილობისა და ელექტრომომარაგების საკითხების მოწესრიგება - ეს არ არის სრული ჩამონათვალი იმ პრობლემების, რომლებიც ოქტომბრის ბოლომდე კოდორის ხეობაში უნდა გადაიჭრას. კიდევ ერთი მთავარი საკითხი, რომელზეც საქართველოს ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს, მოსახლეობის იმ ნაწილის საკუთარ მიწაზე დაბრუნებაა, რომელიც უკვე აღარ ცხოვრობს ხეობაში. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე მალხაზ აქიშბაია ინიციატივით გამოდის და კოდორის ხეობის განვითარებაში მონაწილეობის მიღების მსურველ დონორთა კონფერენციის გამართვას ოქტომბრის თვის დასაწყისში გეგმავს.
[აქიშბაიას ხმა] ,,ეს საკითხი არის მნიშვნელოვანი. მთავრობამ სერიოზული თანხები დახარჯა კოდორის ხეობის აღდგენისათვის. ჩვენ დეტალურად განვიხილავთ ამ პრესკონფერენციის დროს, თუ რა თანხა იქნა დახარჯული. მაგრამ ეს გააკეთა სახელმწიფომ, ხოლო დანარჩენზე უნდა ვიფიქროთ ჩვენ, ადგილობრივმა ხელისუფლებამ - უნდა ვიმუშაოთ დონორ ორგანიზაციებთან და მოვიზიდოთ გარკვეული თანხები იმისათვის, რომ იქ მოხდეს სოციალურ-ეკონომიკური პროექტების დაფინანსება.”(სტილი დაცულია)
მალხაზ აქიშბაია აღმშენებლობითი პროცესის გაგრძელებას ნოემბერშიც აპირებს, თუმცა მის პათოსს არ იზიარებს პოლიტიკური მოძრაობა ,,იმედი”. მისი ხელმძღვანელი ირინა სარიშვილი კოდორის ხეობაში მიმდინარე მოვლენებით დაინტერესდა და 30-მდე წარმომადგენელი ობიექტური ინფორმაციის მისაღებად ადგილზე გაგზავნა. ,,იმედის” თავმჯდომარე ხეობაში სპეცოპერაციის შემდეგ შექმნილ ვითარებას ასე აღწერს:
[სარიშვილის ხმა] ,,რამდენიმე ერთმანეთისგან დამოუკიდებელი წყაროებიდან ჩვენ ვიგებთ, რომ ადგილი აქვს მასობრივ ადამიანის უფლებების დარღვევებს. თითო გვარიდან წარმომადგენლის დაპატიმრება, მძევლად აყვანა სახელმწიფო სტრუქტურების მიერ, რომ მოახდინონ ამითი გავლენა დანარჩენ საგვარეულოზე. ამას გარდა, ჩვენ გვაქვს ეჭვი, რომ ხელისუფლება თვითონ აპირებს იქ სექტემბრის თვეში გარკვეული პროვოკაციების მოწყობას და ამის გამო თვითონვე წინასწარ დაიწყო გარკვეული განცხადებების გავრცელება, რომ სექტემბერში პროვოკაციები არის დაგეგმილი კოდორის ხეობაში.”(სტილი დაცულია)
იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა ,,იმედის” წარმომადგენლებს ხეობაში არ შეუშვებს, სარიშვილი კოდორსა და თბილისში აქციების გამართვით იმუქრება. სარიშვილის ამ განცხადებას კატეგორიულად უარყოფს აქიშბაია. იგი ძალისმიერი ზემოქმედებით მოსახლეობაზე გავლენის მოპოვებას აბსურდულს უწოდებს:
[აქიშბაიას ხმა] ,,ამ ფაქტს ვერ დავადასტურებ, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, ასეთ ფაქტს ადგილი არა აქვს ხეობაში, არანაირი ძალისმიერი ზემოქმედების გავლენა მოსახლობაზე არ ხორციელდება. პირიქით, ხეობაში არის სიმშვიდე და ჩვენ მზად ვართ, რომ დავიცვათ მოსახლეობის ინტერესები და ხელი შევუწყოთ მათ სოციალური პროექტების განხორციელებით იმისათვის, რომ დავასაქმოთ ახალგაზრდობა, სწავლა იყოს შესაბამის დონეზე, განათლება, ჯანდაცვა და ა.შ. მე უარვყოფ ამ ფაქტს.”(სტილი დაცულია)
რაც შეეხება აფხაზეთის მთავრობის ინიციატივას, გამართოს დონორთა კონფერენცია, მას უკვე გამოეხმაურა გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის პროექტების კოორდინატორი. კნუტ ბერგერისა და მალხაზ აქიშბაიას შეხვედრა უახლოეს დღეებში იგეგმება. აქიშბაია აქცენტს კოდორის ხეობაში სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის განვითარებაზე გააკეთებს.