ჟურნალისტებს შექმნილ ვითარებას აცნობს. საშემოდგომო სესიების დაწყებისთანავე 3000-მდე საუბნო კომისია ასლის გადამღები აპარატებით აღიჭურვება, რაც თავისთავად მოხსნის შემაჯამებელი ოქმის გავრცელების პრობლემას. გარდა ამისა, კენჭისყრით აღარ მოხდება საუბნო კომისიის წევრთა ფუნქციების გადანაწილება, რაც, კოკი იონათამიშვილის აზრით, აკნინებს საარჩევნო კანონმდებლობას. მესამე სექტორი წინასაარჩევნოდ ხარვეზების გამოსწორებას ცდილობს.
სექტემბრის თვის მეორე ნახევარში საარჩევნო სიების მონიტორინგს ,,ახალი თაობა - ახალი ინიციატივაც” გეგმავს. მათ უკვე გაუგზავნეს საკუთარი მოსაზრებები პარლამენტის სპიკერატს, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარესა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. კოკი იონათამიშვილის აზრით, არჩევნები ოქტომბერშიც შეიძლება დანიშნულიყო, მაგრამ საარჩევნო ადმინისტრაციას ძალიან ცოტა დრო დარჩებოდა, რომ კარდაკარ სიარულის კამპანია განეხორციელებინა. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი 2 ახალი ინიციატივით გამოდის: პირველი, ეს არის ასლის გადამღები აპარატის არსებობა საუბნო კომისიებში. იონათამიშვილს მიაჩნია, რომ, ტექნიკის დაზიანების შემთხვევაში, საუბნო საარჩევნო კომისიამ 10 პირს მაინც უნდა გადასცეს ოქმის ასლი მოთხოვნის საფუძველზე და, მეორე, კომისიის წევრებს ფუნქციები ამჯერად უკვე კენჭისყრის გარეშე უნდა გაუნაწილდეთ:
[კოკი იონათამიშვილის ხმა] ,,მაქსიმალური რაოდენობის ამომრჩეველი ერთ უბანში შეიძლება იყოს 2000 კაცი. ჩვენ გამოვდიოდით ინიციატივით, რომ ეს რიცხვი შემცირებულიყო 1500 ადამიანამდე. ერთი, რომ ეს საარჩევნო პროცესის გამართვისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი მომენტებია და ამწუთას არც გვგონია, რომ სხვა, უფრო განსაკუთრებული, პოლიტიკური შეთანხმებები მოხდეს სხვა, უფრო მნიშვნელოვან, საკითხებზე.”(სტილი დაცულია)
საარჩევნო სიების გადამოწმებას მიესალმება არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სამართლიანი არჩევნებიც”. მისი დირექტორი, თამარ ჟვანია, ფიქრობს, რომ სპეციალური ჯგუფების მიერ კარდაკარ ჩამოვლა იმ პერიოდში იქნება შედეგიანი, როცა ყველა ადამიანი სახლში დაბრუნდება. ჟვანია იუსტიციის სამინისტროში არსებულ მონაცემებს გაუმართავს უწოდებს და მიაჩნია, რომ, საარჩევნო სიების გარდა, წინასაარჩევნო კამპანიის სწორად წარმართვაც მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს:
[თამარ ჟვანიას ხმა] ,,სია, რომელიც დაადგინა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, რომელიც გადაეცა 19 ივნისს, იყო აბსოლუტურად სავსე შეცდომებით და გაუმართავი; იყო შემთხვევები, რომ საერთოდ მისამართი არ იყო მითითებული, პირდაპირაც ეწერა, მისამართგარეშე, ამომრჩეველი და თუ რეგისტრაცია არ გაქვს ამომრჩევლის, ვერანაირად ვერ მიაბამ; უსახელო, უგვარო ამომრჩევლები იყო შეყვანილი და ა.შ. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია საარჩევნო ადმინისტრაციის მომზადება. აპრიორად უნდა იყოს და აუცილებელიც არის, რომ როგორც ხალხი, ასევე ხელისუფლება მზად უნდა იყოს ნებისმიერი ტიპის არჩევნებისათვის.”(სტილი დაცულია)
,,ახალი თაობა - ახალი ინიციატივა”, კარდაკარ კამპანიის პარალელურად, ე.წ. შეტყობინების ბარათების დარიგების მომხრეა. თანამშრომელთა აზრით, ეს ბარათები, საინფორმაციო კამპანიის არსებობის შემთხვევაში, მოსახლეობას დამატებით ინფორმაციას მიაწვდის საარჩევნო სიებში მისი შესაძლო არყოფნის შესახებ. კოკი იონათამიშვილი იმასაც აღნიშნავს, რომ პოლიტიკური პარტიების უმრავლესობამ შეტყობინების ბარათის დანერგვის იდეა მოიწონა.