17 მოსარჩელე არასამთავრობო ორგანიზაცია ,,თანასწორობის ინსტიტუტის” წევრის ლაშა ჩხარტიშვილის 2 დღიან დაკავებას აპროტესტებს, თუმცა თავად ჩხარტიშვილს სასამართლოს ობიექტურობის იმედი არა აქვს.
არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციას სასამართლოში აღიარებითი სარჩელი შეაქვს და 2006 წლის 7 აგვისტოს ამირან რობაქიძის პროცესის დაწყებამდე მომხდარი ინციდენტის გამო ორი დღით ,,თანასწორობის ინსტიტუტის” წევრის ლაშა ჩხარტიშვილის დაკავებას არაკანონიერს უწოდებს, კანონიერების აღსადგენად კი სასამართლოს მანდატურებისა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებისგან მორალური ზიანის მიყენებისათვის 10 000 ლარს მოითხოვს. კოალიციის წევრი ნანა კაკაბაძე სარჩელის სამართლიანობაზე საუბრობს:
[კაკაბაძის ხმა],,მანდატურებმა გამოიყენეს არაადეკვატური ძალა, გადააჭარბეს თავიანთ უფლებამოსილებას და არა სასამართლო შენობაში, არამედ მიმდებარე ტერიტორიაზე დაარბიეს მშვიდობიანი მომიტინგეები. წაართვეს მათ კუთვნილი ნივთები და ფიზიკურად შეეხნენ ქალბატონებს. პატრული უყურებდა ამ დარბევას ძალიან მშვიდი პოზიციებიდან და არაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ აღეკვეთათ მანდატურების უკანონო ქმედება.”(სტილი დაცულია)
ადვოკატმა მანანა კობახიძემ 11 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე ჩხარტიშვილის უდანაშაულობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი და მოსამართლეს მიმდინარე საქმის პრიორიტეტულობის შესახებ წინასწარ აუწყა. კობახიძეს მიაჩნია, რომ აღნიშნული პროცესი მოსამართლეებისთვის კიდევ ერთი გამოცდა იქნება:
[კობახიძის ხმა] ,,ჩვენ ორი უწყების პასუხისმგებლობის საკითხს ვაყენებთ. ეს არის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი და ეს არის თბილისის საქალაქო სამსახურის მანდატურის სამსახური. პრინციპში, ეს იქნება პრეცედენტული საქმე და ჩვენ გვინდა, რომ სასამართლო პრეცედენტი შევქმნათ, რათა სასამართლოს გზით მოხდეს უკანონოდ აღიარება იმ ქმედებისა, რასაც ადგილი ჰქონდა მიმდინარე წლის 8 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის შენობის წინ.”(სტილი დაცულია)
თუ რატომ უნდა აღიაროს სასამართლომ უკანონოდ აღნიშნული ქმედება, ამას კოალიციის წევრი კობა ბოჭორიშვილი ხსნის. იგი მშვიდობიანი აქციის დარბევაში ადანაშაულებს ძალოვნებს და აცხადებს, რომ ამ დროს კონსტიტუციური პრინციპი დაირღვა:
[ბოჭორიშვილის ხმა],,პატრულის წინააღმდეგ, რომელმაც თავისი უმოქმედობით ხელი შეუწყო დანაშაულებრივ ქმედებას, რომელიც განახორციელეს თავად მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებმა და მანდატურის სამსახურის წინააღმდეგ არის აგრეთვე შეტანილი ეს აღიარებითი სარჩელი, რათა მათი ქმედება იქნეს მიჩნეული უკანონოდ, როგორც ანტიკონსტიტუციური. რაც შეეხება მათ ქმედებას, მათ აშკარად გადაამეტეს თავიანთ უფლებამოსილებას. კერძოდ, გამოიყენეს არაადეკვატური ძალა და არაუფლებამოსილების ფარგლებში მოქმედებით დაარბიეს მშვიდობიანი აქცია, რაც პირდაპირ არის მითითებული, რომ კონსტიტუციური პრინციპის დარღვევაა.” (სტილი დაცულია)
რაც შეეხება თავად ლაშა ჩხარტიშვილს, იგი ნახევრად ხუმრობით აცხადებს, რომ იმ პრინციპით, რომლითაც ხელისფლება მოქმედებს, კობახიძეცა და ბოჭორიშვილიც შეიძლება ხულიგნებად ჩაითვალონ, რადგან იმავე მოწოდებით გამოდიოდა ჩხარტიშვილი, ოღონდ მეგაფონით. პოტენციური ხულიგნების გვერდით, როგორც მათ ,,თანასწორობის ინსტიტუტის” წევრი უწოდებს, ის ხელისუფლების ტრადიციად ქცეულ ქმედებებზე საუბრობს:
[ლაშას ხმა] ,,მშვიდობიანი აქციების დარბევა გადაიზარდა ტენდენციაში, რომელიც ამ ხელისუფლებას უმაღლეს დონეზე ჰყავს აყვანილი. პრაქტიკულად არ მახსენდება არც ერთი აქცია, რომელიც ,,ვარდების რევოლუციის” შემდეგ განხორციელდა და არ დამთავრებულა ვინმეს უკანონო დაკავებით, ან ცემა-ტყეპით და დაზიანებით. სასამართლოები და მოსამართლეები გადაიქცნენ, სამწუხაროდ, მართლაც, მონებად, რომლებიც უსიტყვოდ ასრულებენ ხელისუფლების დაკვეთას. ეს არის, ჩემი აზრით, დიქტატურა, რომელსაც უნდა ვებრძოლოთ. მე ე.წ. ,,კაპეზეში” დავტოვე კიდევ ერთი წარწერა - “ძირს სააკაშვილის დიქტატურა!” - და, იმედია, ამის გამო კიდევ ერთხელ არ დამაკავებენ.”(სტილი დაცულია)
ჩხარტიშვილი 23-24 მაისს რუსთაველის გამზირზე ,,თანასწორობის ინსტიტუტის” მიერ გამართული საპროტესტო აქციის დარბევასაც იხსენებს და აცხადებს, რომ მომავალ კვირას პროკურატურას ამის გამოც მოსთხოვს პასუხს.