უკმაყოფილებას იწვევს. ატენის ქუჩის მოსახლეობის განცხადებით, მათი საცხოვრებელი ბინის გარშემო 2 თორმეტსართულიანი კორპუსი უნდა აშენდეს, 5-5 სადარბაზოთი, ეს კი, მათივე თქმით, უჰაერობასა და გამოქვაბულში ცხოვრებას ნიშნავს. ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობასა და ქალაქის არქიტექტურის სამსახურში ირწმუნებიან, რომ ატენის ქუჩაზე ყოველგვარი მშენებლობა შეჩერდა. მოსახლეობა ქალაქის მერთან შეხვედრას მოითხოვს.
ატენის ქუჩის მოსახლეობა მათი კორპუსის გარშემო დაწყებულ სამშენებლო პროცესს აპროტესტებს და გიგი უგულავასთან შეხვედრას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მერიასთან მიტინგის გამართვით იმუქრება. მობინადრეთა აღშფოთება ჯერ საკრებულოს თავმჯდომარის, შემდეგ კი ქვეყნის პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ დადებული პირობის დარღვევამ გამოიწვია. არაერთგზის შეჩერებული მშენებლობა ისევ განახლდა. მოსახლეობა ეჭვობს, რომ ბიუროკრატიის გამო მათი გაგზავნილი წერილები ადრესატამდე ვერ აღწევს. ამასობაში კი მათ ყოფით პრობლემებს კიდევ ერთი დაემატა.
[ატენის მოსახლეობა] ,,წყლის პრობლემა შეგვექმნა. კარგი, ეს მოსათმენია. ჟანგბადისა რა ვქნათ? მე ვცხოვრობ მეათე სართულზე. ეს სახლი რაც აშენდა, ესე იგი, აქედან სიცხე, იქიდან სიცხე, პირდაპირ აღარ ვიცით, რა ვქნათ. ჟანგბადი არ გვინდა? და, საერთოდ, ქალაქს არ უნდა ჟანგბადი? ტყეები გაჭრეს და სახლებს აშენებენ?”(სტილი დაცულია)
,,არც ჰაერია, მტვერი შემოდის საშინელი, თან ინვალიდი ბავშვი მყავს. მთელი დღე აკაკუნებენ, აბრახუნებენ, ვერც გვძინავ,ს ვერც ვერაფერი...”(სტილ;ი დსაცულია)
,, 2 თორმეტსართულიანი მრავალსადარბაზოიანი კორპუსის მშენებლობაა გათვალისწინებული. შესრულდეს პრეზიდენტის დაპირება, როდესაც საკრებულოს თავმჯდომარე იყო და ჩვენი მაჟორიტარი დეპუტატი, და გაირკვეს, ვის მიერ არის ეს ათასჯერ გასხვისებული მიწა, კანონიერია თუ უკანონო, აიკრძალოს ყოველგვარი მშენებლობები ამ მიმდებარე ტერიტორიაზე. 3 000 მობინადრე მოვითხოვთ კატეგორიულად პირდაპირ გიგი უგულავასგან, რომ მოვიდეს ჩვენს კორპუსში და შეხვდეს ჩვენს მოსახლეობას.”(სტილი დაცულია)
ერთ-ერთი პირველი ინსტანცია, რომელსაც ამ ქუჩის მოსახლეობამ მიმართა, ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობა იყო. გამგებელი დავით იოსელიანი ირწმუნება, რომ აღნიშნულ ქუჩაზე ყველა მშენებლობა შეჩერებულია. გარდა ამისა, აცხადებს, რომ ამ ქუჩაზე საცობების გამო მოძრაობა პრაქტიკულად შეუძლებელია.
[იოსელიანის ხმა] ,,ეს აბსოლუტურად არ ეხება ატენის ქუჩას - ატენის ქუჩაზე ჩვენ ყველა მშენებლობა გავაჩერეთ იმის გამო, რომ იქ, ფაქტიურად, გაუვალი გახდა შესვლა. იქ ძალიან ძნელია. ფაქტიურად, საცობში დგომა გიწევს ადამიანს, სახლში რომ მიხვიდე. ატენის ქუჩისგან გამიჯნულია მთლიანად, როგორც უბნისგან. იყო რაღაცა სამშენებლო მოედანივით და იმის მიმოსწორება მიმდინარეობს.”(სტილი დაცულია)
ქალაქის მთავარი არქიტექტორი ირწმუნება, რომ აღნიშნული პროექტი ატენის ქუჩის მოსახლეობას პრობლემებს არ შეუქმნის. ნიკა ჩხაიძე იმასაც აღნიშნავს, რომ, მცხოვრებთა მოთხოვნით, ამ ქუჩაზე არაერთი მშენებლობა შეჩერდა. რაც შეეხება მეწყერსაშიშ ზონას, როგორც ამას მოსახლეობა აცხადებს, არ არსებობს, რადგან მათ სპეციალისტების დასკვნის საფუძველზე დაიწყეს პროექტის განხორციელება:
[ჩხაიძის ხმა] ,,ჩვენ მაქსიმალურად შეჩერებული გვაქვს ატენის ქუჩაზე ყველა ნებართვების გაცემა, სწორედ ამის გათვალისწინებით. რაც შეეხება იმ კონკრეტულ პროექტს, ის ატენის ქუჩისთვის პრაქტიკულად დისკომფორტს არ წარმოადგენს, რადგანაც მისასვლელი გზა მას დამოუკიდებლად აქვს და არ ეხება არანაირად ატენის ქუჩას. რამდენიმე პროექტი სრულიად შეჩერებული გვაქვს, რომელიც ატენის ქუჩაზე არის წამოწყებული, სწორედ ამ პრობლემის გამო.”(სტილი დაცულია)
ატენის ქუჩის მოსახლეობას ხელთა აქვს საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის მოადგილის იაკობ მესხიას მიერ 2005 წლის 17 თებერვალს ხელმოწერილი დოკუმენტი, სადაც ის ადასტურებს, რომ მიწის ნაკვეთზე საკანალიზაციო და სანიაღვრე წყლების შესაკრავი კოლექტორის ნაწილი, მართლაც, მდებარეობს; ,,სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” საქართველოს კანონის მიხედვით კი, საკანალიზაციო სისტემის მაგისტრალური კოლექტორი პრივატიზებას არ ექვემდებარება. ამდენად, აღნიშნული მიწის ნაკვეთისა და მასზე მდებარე ორი შენობის რეალიზებისას კოლექტორით დაკავებული მიწის ნაკვეთი არ უნდა განკარგულიყო.”