დღეს დილით რუსეთის კუთვნილმა "მი-25"-ის ტიპის შვეულმფრენმა
საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვია. თუმცა, დსთ-ის სამშვიდობო ძალების სარდლის სერგეი ჩაბანის განცხადებით, "მი-25"-მა კოდორის ხეობაში რუს მშვიდობისდამცველთა პოსტები შემოიფრინა, რაც - მისივე თქმით - კანონიერი მოქმედება იყო და რაიმე დარღვევაზე საუბარი არ შეიძლება. ჩაბანს არ გაჰკვირვებია, რომ საქართველოს მხარემ დააფიქსირა ვერტმფრენის მოძრაობა.
დღესვე, რუსეთის ფედერაციაში საქართველოს ელჩმა ირაკლი ჩუბინიშვილმა რწმენა გამოთქვა, რომ საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში კონფლიქტური სიტუაციების მოგვარებისთანავე გამოსწორდება. "მიუხედავად იმისა, რომ საქართველო-რუსეთის მრავალსაუკუნოვან ურთიერთობათა საძირკველს ბზარი გაუჩნდა, მასზე ჯერ კიდევ შეიძლება კარგი შენობის აგება, რაც აუცილებლად მოხდება კიდეცო" - განაცხადა ჩუბინიშვილმა მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე.