სავალალო მდგომარეობით და ხელისუფლების მიერ წახალისებულ ძალადობას სწრაფი რეაგირების შტაბის შექმნით უპირისპირდება. სასამართლო ხელისუფლების დაკნინება, ძალის არამართლზომიერი გამოყენება უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებისა და დევნილთა წინააღმდეგ, სინდისის პატიმართა რიცხვის ზრდა, სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელების სასამართლო პროცესის მიმდინარეობა და სპეცოპერაციები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ეჭვმიტანილთა ადგილზე ლიკვიდაციით სრულდება... - ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ საკითხებისა, რომლებზეც ახლად შექმნილი გაერთიანება საზოგადოების ყურადღების მიპყრობას შეეცდება.
ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის წარმომადგენლები სწრაფი რეაგირების შტაბის დასაფუძნებლად იმ დროს შეიკრიბნენ, როცა თბილისის საქალაქო სასამართლოში სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელების სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა. გასაგები მიზეზების გამო, მესამე სექტორი ამ პროცესისადმი განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენს.
[ირაკლი კაკაბაძის ხმა] „ობიექტური სასამართლო უნდა იყოს, თორემ იქნება პროტესტის უკიდურესი ფორმა...“
ეს „თანასწორობის ინსტიტუტის“ ლიდერი ირაკლი კაკაბაძეა, რომელსაც სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე გაკეთებული მსგავსი მოწოდებების გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარემ ერთთვიანი პატიმრობა შეუფარდა. ირაკლი კაკაბაძესთან ერთად დააპატიმრეს ოთხი ადამიანი, მათ შორის პოეტი ზურაბ რთველიაშვილიც. ადვოკატი გელა ნიკოლეიშვილი ირაკლი კაკაბაძესა და მის მეგობრებს სინდისის პატიმრებს უწოდებს:
[გელა ნიკოლეიშვილის ხმა] „სინდისის პატიმრებთან დაკავშირებით მოთხოვნაა მათი უპირობო და დაუყოვნებელი გათავისუფლება. სინდისის პატიმარი ეწოდება იმას, ვინც დაპატიმრებულია საკუთარი აზრის გამოხატვის გულისთვის. ესენი სწორედ ამ კატეგორიას განეკუთვნებიან.“(სტილი დაცულია)
სინდისის პატიმრების გათავისუფლების გარდა, სწრაფი რეაგირების შტაბში გაერთიანებული ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის წარმომადგენლები ასევე ითხოვენ იმ მოხელეთა დასჯას, რომელთა ბრძანებითაც ბათუმში მცხოვრები დევნილები იძულებით გამოასახლეს სასტუმროებიდან, ხოლო დმანისის ეპარქიის სამონასტრო კომპლექსი შეიარაღებულმა პოლიციელებმა გაჩხრიკეს.
[დავით გამყრელიძის ხმა] „არ შეგვიძლია არ გამოვეხმაუროთ იმ აღმაშფოთებელ ფაქტს, რომელიც დმანისის ეპარქიაში გუშინ მოხდა. ძალოვანმა სტრუქტურებმა... ვანო მერაბიშვილმა, ამ ჯალათმა და მკვლელმა, თავს უფლება მისცა და სპეცრაზმი შეიყვანა მამათა მონასტერში.“
დავით გამყრელიძე, „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერი, ახალი გაერთიანების უმთავრეს მიზანსაც ამხელს:
[დავით გამყრელიძის ხმა] „ჩვენი მიზანია არ წარმოჩნდეს ეს ბრძოლა, როგორც ჩვეულებრივი ბრძოლა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. არამედ ეს უნდა იყოს ბრძოლა საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის. საზოგადოებისთვის არ არის სულერთი, იქნება თუ არა ხელისუფლების პოლიტიკა ძალადობაზე დამყარებული. ჩვენ ვითხოვთ, ჩვენ ვიბრძვით და ჩვენ მივაღწევთ იმას, რომ ამ ქვეყანაში ხელისუფლების ქმედება დამყარებული იქნება მხოლოდ და მხოლოდ კანონსა და კანონიერებაზე.“(სტილი დაცულია)
რაც შეეხება სწრაფი რეაგირების შტაბის მოქმედების სტრატეგიასა და ტაქტიკას, პარტია „სამართლიანობის“ თავმჯდომარე კონსტანტინე გამსახურდია ამბობს, რომ ზაფხულის გასვლამდე შტაბი პარტიზანულად იმოქმედებს:
[კონსტანტინე გამსახურდიას ხმა] „დღესდღეობით იძულებული ვართ ვიმუშაოთ, ერთგვარად, პარტიზანული ფორმატით, ვინაიდან არის ზაფხული, არის პრობლემები ფართო მასების გამოყვანისა. იქნება უამრავი წვრილ-წვრილი აქცია. ჩვენ მივიქცევთ საზოგადოების ყურადღებას ამ აქციებზე და შევეცდებით საჭირბოროტო საკითხები დავაყენოთ დღის წესრიგში.“
გამსახურდიას თქმით, საჭირბოროტო საკითხთა ჩამონათვალში წინა პლანზეა: წამოწეული სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელების სასამართლო პროცესის მიმდინარეობა, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა შევიწროება და სპეცოპერაციები, რომლებიც, ხშირ შემთხვევაში, ეჭვმიტანილთა ადგილზე ლიკვიდაციით მთავრდება. დამფუძნებელთა გათვლებით, სრული დატვირთვით ერთობლივი სწრაფი რეაგირების შტაბი შემოდგომაზე ამოქმედდება.