ჩერნოგორიაში დასრულდა რეფერენდუმი, რომელმაც უნდა გაარკვიოს, დარჩება თუ არა ჩერნოგორია სერბიასთან კავშირში.
სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად საჭიროა რეფერენდუმში ელექტორატის, სულ ცოტა, 50 პროცენტის მონაწილეობა და საჭიროა, რეფერენდუმის მონაწილეების 55 პროცენტზე მეტი მიემხროს სერბიასთან კავშირიდან გასვლას. ჩერნოგორიის 650 000-კაციანი მოსახლეობის დაახლოებით მესამედს - ეთნიკური სერბები შეადგენენ. ისინი, მოსალოდნელია, რომ არ მიემხრობიან ჩერნოგორიის დამოუკიდებლობას. საარჩევნო უბნები დაიხურა, შედეგები კი ორშაბათს არის მოსალოდნელი. სახელმწიფო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, რეფერენდუმში პირველი 9 საათის მანძილზე ელექტორატის 77-მა პროცენტმა მიიღო მონაწილეობა - საარჩევნო კომისია ლაპარაკობს სარეკორდოდ მაღალ მაჩვენებელზე მას შემდეგ, რაც ჩერნოგორიამ 1990-იან წლებში დემოკრატიული კენჭისყრების გამართვა დაიწყო.