პოლონეთის სამხრეთში, საკონფერენციო დარბაზის სახურავის ჩამონგრევამ სულ მცირე 12 ადამიანი იმსხვერპლა.
დაშავებულია ათობით ადამიანი. შემთხვევა ქალაქ ჩორზოვში მოხდა. წინასწარი მონაცემებით, ნანგრევებში სულ მცირე 100 ადამიანია მოყოლილი. ზოგიერთი ცნობით, სახურავი თოვლის სიმძმის გამო ჩაინგრა. თუმცა პოლონეთის ტელევიზიის თანახმად, შემთხვევის მიზეზი ჯერჯერობით გაურკვეველია. დარბაზში უბედური შემთხვევის დროს საფოსტო მტრედების გამოფენა ტარდებოდა, რომელსაც ასობით ადამიანი ესწრებოდა. სამაშველო სამუშაოები, სავარაუდოდ, მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება.