პალესტინელებს დღეს, 10 წლის მანძილზე პირველად მიეცათ პარლამენტის არჩევის საშუალება.
საარჩევნო უბნები დაიხურა, მაგრამ ოფიციალური შედეგები ჯერ არ არის ცნობილი. ერთ-ერთი ეგზიტ-პოლი მიანიშნებს, რომ ყველაზე მეტი ხმა ერგო მმართველ პარტიას, "ფატაჰს", ხოლო მეორე ადგილზეა გასამხედროებული მოძრაობა "ჰამასი". ამ წყაროს ცნობით, "ფატაჰმა" მიიღო ხმების 42-რ პროცენტზე მეტი, ჰამასმა კი 34 პროცენტი. პალესტინელების ლიდერმა მაჰმუდ აბასმა, რომელიც "ფატაჰს" ხელმძღვანელობს, გამოთქვა მზადყოფნა, განაახლოს სამშვიდობო მოლაპარაკება ისრაელთან მაშინაც კი, თუ მის მთავრობაში არჩევნების შედეგად "ჰამასის" წარმომადგნლებიც შევლენ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, საარჩევნო უბნების დახურვამდე 3 საათით ადრე კენჭისყრაში მონაწილეობა ჰქონდა მიღებული ამომრჩევლების თითქმის 58-ტ პროცენტს.