უზბეკეთის უშიშროების სამსახურის თანახმად, ადამიანის უფლებების აქტივისტი, რომელიც მეზობელ ყაზახეთში
დაიჭირეს, ტერორიზმშია ეჭვმიტანილი. ცნობით, უშიშროების სამსახური იუწყება, რომ ამ ჯგუფის წევრი, შამსუდინოვი ტერორიზმში და ხალხში პანიკის დათესვაშია ეჭვმიტანილი. თვლიან, რომ ის 13 მაისს ანდიჟანში მომხდარი გამოსვლების დაგეგმვაში მონაწილეობდა. გაეროს ლტოლვილთა უწყებამ შეშფოთება გამოხატა შამსუდინოვის დაკავების გამო. მან საერთაშორსიო მედიას ამცნო, რომ ანდიჟანში ხოცვა-ჟლეტის დროს, ნახა თუ უზბეკმა ჯარისკაცებმა როგორ ჩაყარეს მანქანებში და ავტობუსებში 300 ცხედარი, მათ შორის ბავშვებისა და ქალებისა.