უკრაინაში გრძელდება საპროტესტო აქციები მოთხოვნით, პატიმრობიდან გათავისუფლდეს
დონეცკის საოლქო საბჭოს თავმჯდომარე ბორის კოლესნიკოვი, რომლის მომხრეები კიევის ცენტრში კარვის ქალაქს დგამენ. სააგენტო ”ინტერფაქსის” ცნობით, რეგიონების პარტიის ლიდერმა და პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა ვიქტორ იანუკოვიჩმა დღეს დონეცკში განაცხადა, რომ ოპოზიცია მზად არის შექმნას საგაფიცვო კომიტეტი მთელი უკრაინის მასშტაბით და დაიწყოს სატრანსპორტო მაგისტარლების ბლოკადა. კოლესნიკოვი, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების დროს მხარს იანუკოვიჩს უჭერდა, 6 აპრილს ფულის გამოძალვის ბრალდებით დააკავეს. ოპოზიცია მას პოლიტიკური შეხედულების გამო დევნილად აცხადებს.