უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული ვიქტორ იუშჩენკო მხარს დაუჭერს პრემიერ-მინისტრის პოსტზე
თავისი თანამოაზრის, იულია ტიმოშენკოს კანდიდატურას. ინტერფაქსის სააგენტოს ცნობით, ტიმოშენკოს კანდიდატურას ქვეყნის პარლამენტში მხარს დაუჭერს ბლოკ "ჩვენი უკრაინის" ფრაქცია; ამ ბლოკის ლიდერი კი ვიქტორ იუშჩენკოა. თუმცა, იუშჩენკომ თქვა, რომ მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე სხვა კანდიდატურებიც განიხილება. დღეს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უარი განაცხადა პრეზიდენტობის დამარცხებული კანდიდატის, პრემიერ-მინისტრ ვიქტორ იანუკოვიჩის სარჩელის განხილვაზე, რადგან დოკუმენტი კომისიაში კანონით დადგენილ ვადაზე გვიან იქნა შეტანილი. ახლა იანუკოვიჩი უზენაეს სასამართლოში ჩივილს აპირებს. მის სარჩელში ჩამოთვლილია საარჩევნო კანონის დარღვევის შემთხვევები უკრაინის 225 საარჩევნო უბანში.