უმრავლესობა შეათანხმეს, დღეს ერთმანეთს მადლობა გადაუხადეს და ახალ საგადასახადო კოდექსზე მუშაობის დასრულება მიულოცეს.
ამ მილოცვას პარლამენტის დეპუტატთა მხოლოდ მცირე ნაწილი არ შეუერთდა.
[რომან გოცირიძის ხმა] ,,ერთი თვის წინ მე ვთქვი, რომ საგადასახადო კოდექსთან დაკავშირებით მაქვს 12 კილოგრამი შენიშვნა. დღეს მინდა განვაცხადო, რომ, ნაცვლად 12 კილოგრამისა, შენიშვნები დარჩა მხოლოდ 0,5 კილოგრამი.”
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს რომან გოცირიძეს, რომელმაც საკუთარი ჩანთა დეპუტატების თვალწინ აწონა, მიაჩნია, რომ მეორე მოსმენით დამტკიცებული საგადასახადო კოდექსის პროექტი სრულყოფილი არ არის, თუმცა იმდენად დაიხვეწა, რომ მომავალი წლიდან საქართველოს ექნება ეკონომიკისა და მეწარმეობის განვითარების ხელშემწყობი, საკმაოდ ლიბერალური დოკუმენტი.
მისი რამდენიმე დეტალი ამგვარია: ბეჭდური მედიის წარმომადგენლები მხოლოდ საშემოსავლო და სოციალურ გადასახადს გადაიხდიან, ავტომობილების იმპორტის დაბეგვრასთან დაკავშირებით კი ფინანსთა სამინისტრომ პოზიცია დათმო და დათანხმდა ავტომანქანები ძრავის მოცულობისა და წლოვანების მიხედვით დაიბეგროს.
ყველაზე სადავო საკითხთან - ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული არაეკონომიკური დანიშნულების ქონების გადასახადთან - დაკავშირებით, რომან გოცირიძის განმარტებით, მთავრობამ და პარლამენტმა ახალი მოდელი შეიმუშავეს:
[რომან გოცირიძის ხმა] ,,რეალურად ქონების გადასახადით დაიბეგრება მხოლოდ ის ოჯახი, რომლის წლიური შემოსავალი აღემატება 40 ათას ლარს. თუ კარგად დავაკვირდებით, ამ ზღვარში საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ვერ მოხვდება. სანამ ადამიანები არ გამდიდრდებიან და არ მიაღწევენ შემოსავლების რაღაც დონეს, ქონების გადასახადით ისინი არ დაიბეგრებიან.”
ახალი საგადასახადო კოდექსის მიხედვით, ოჯახი, რომლის წლიური შემოსავალი 40-დან 60 ათას ლარამდეა, 0,05-დან 0,2 პროცენტამდე დაიბეგრება, 60-დან 100 ათასი ლარის შემოსავალი - 0,2-დან 0,4-მდე, 100 ათას ლარზე მეტი შემოსავლის მქონე ოჯახის დაბეგვრის ზღვარი კი
0,4-დან 0,8 პროცენტამდეა. კონკრეტულ განაკვეთებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები დააწესებენ. ამასთან, შემოსავლების სავალდებულო დეკლარირებას ექვემდებარებიან ის ფიზიკური პირები, რომელთა წლიური შემოსავალი 35 ათას ლარს აღემატება.
რაც შეეხება ხელისუფლების დანაპირებს დამატებული ღირებულების გადასახადის შემცირების თაობაზე, ამ მხრივ, მომავალი წლის ზაფხულამდე არაფერი შეიცვლება. მიუხედავად იმისა, რომ ახალი წლიდან ახალი საგადასახადო კოდექსი ამოქმედდება, დამატებული ღირებულების გადასახადი კვლავ 20 პროცენტი იქნება. ამ ფაქტის გამო პარლამენტში უკმაყოფილება საჯაროდ მხოლოდ დავით ბერძენიშვილმა გამოხატა:
[დავით ბერძენიშვილის ხმა] ,,მთავრობამ პრაქტიკულად ისევ 12 კილოგრამი გახადა ის ჩანთა, რომელიც რომან გოცირიძეს აქვს. მე არ მგონია, რომ ეს იყოს სერიოზული წინსვლა. დღგ-ს შენარჩუნება რეალურად ნიშნავს იმას, რომ არავითარი წინსვლა არ არის იმ კოდექსთან შედარებით, რაც, სხვათა შორის, იმავე ხელისუფლებამ და იმავე შემადგენლობამ 1997 წელს მიიღეთ. რას ულოცავთ ერთმანეთს და რისთვის ეუბნებით მადლობას, ჩემთვის გაუგებარია.”
დამატებული ღირებულების გადასახადის 2 პროცენტით შემცირების წესი მომავალი წლის 1 ივლისიდან ამოქმედდება, მიუხედავად იმისა, რომ საგადასახადო კოდექსის პროექტის ჯერ კიდევ პირველი მოსმენით დამტკიცებისას ახალი განაკვეთის ახალ კოდექსთან ერთად ამოქმედება განისაზღვრა. პარლამენტში ხუთშაბათს გამოთქმულ შენიშვნას პრინციპების დარღვევასთან დაკავშირებით სხდომის თავმჯდომარემ მიხეილ მაჭავარიანმა იმით უპასუხა, რომ პრინციპის შეცვლის უფლება აქვთ. თუკი 7 წლის წინ დამტკიცებულ საგადასახადო კოდექსს გავიხსენებთ, ცხადი გახდება, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება, რომლის უდიდესი ნაწილი 7 წლის წინაც მმართველ ძალას წარმოადგენდა, პრინციპების შეცვლას არ ერიდება.