ნატოს გენერალური მდივანი იაპ დე ჰოპ სხეფერი დღეს ოფიციალურ ვიზიტად უკრაინაში იმყოფებოდა. კიევში გამართული შეხვედრების
შემდეგ გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ალიანსი მზადაა უკრაინასთან სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობისთვის. თუმცა მან მოუწოდა ქვეყანას კიდევ უფრო მეტი ყურადღება დაუთმოს დემოკრატიის მშენებლობასა და ადამიანის უფლებების დაცვას.
სხეფერმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან კონსტანტინ გრუშჩენკოსთან საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ ნატო, ევროკავშირის დარად, დემოკრატიულ ღირებულებებს, კერძოდ, კანონის უზენაესობას, პრესის თავისუფლებას და სხვა ფასეულობებს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. თავის მხრივ,უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ნატოსთან პარტნიორული ურთიერთობების დამყარება უკრაინის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო.
დღესვე უკრაინის პრეზიდენტმა ლეონიდ კუჩმამ განაცხადა, რომ სამშვიდობო მისიებსა და თანამშრომლობის სხვა ღონისძიებებში მონაწილეობით უკრაინა ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ნატოს წევრობისათვის სერიოზულად ფიქრობს.