ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ დაიწყო პალესტინელების საჩივრის განხილვა მათი ტერიტორიების გარშემო ისრაელის მიერ ზღუდის აგების თაობაზე.
გაეროში პალესტინელთა წარმომადგენელმა ნასერ ალ ყიდვამ თქვა, რომ ეს კედელი ისრაელის ოკუპაციას განამტკიცებს:
[ალ ყიდვას ხმა] "კედელი პრაქტიკულად მთლიანად პალესტინელთა ტერიტორიაზე იგება. ისრაელის მას უსაფრთხოების მიზნით არ აგებს. კედელი ფაქტობრივად ისრაელისთვის ოკუპირებული ტერიტორიების დამტკიცებას, დიდი ფართობების დე ფაქტო ანექსიას ნიშნავს".
ისრაელი ამ სასამართლო პროცესს ბოიკოტს უცხადებს და აცხადებს, რომ ეს კედელი ტერორისტული თავდამხმებისგან დაცვაა. სასამართლომ გაეროს უნდა მისცეს თავისი დასკვნა იმაზე, არის თუ არა ზღუდის შენება იურიდიულად გამართლებული. მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე და ღაზის სექტორში ათასობით პალესტინელი გავიდა დღეს ქუჩაში, რათა ხმა აემაღლებინა უედლის მშენებლობის წინააღმდეგ, ისრაელის მომხრეებმა თავიანთი გამოსვლა ჰააგაში გამართეს. "ჰიუმენ რაიტს უოჩმა" გამოაცხადა, რომ კედელი პალესტინელთა უფლებებს არღევს, ართმევს რა მიწას და წყლის რესურსებს.